ნინო წილოსანი: „ფორმულაზე“ სიუჟეტი გაუშვიათ, რომლის მიხედვითაც მამუკა მდინარაძე თითქოს შინაპატიმრობაშია - ეს არის საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართული მანიპულირება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მამუკა მდინარაძე თითქოს შინაპატიმრობაში იმყოფება.
წილოსანის თქმით, ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გამოიყენება მედიასაშუალება არა საზოგადოების ინფორმირებისთვის, არამედ საზოგადოებრივი აზრისა და აღქმების მიზანმიმართული ფორმირებისთვის.
„კიდევ ერთხელ, წარმოდგენა რომ გვქონდეს, რა დონის დეზინფორმაციის რუპორია „ნაცმედია“ ტელევიზიები.
ცოტა ხნის წინ „ფორმულაზე“ სიუჟეტი გაუშვიათ, რომლის მიხედვითაც მამუკა მდინარაძე თითქოს შინაპატიმრობაში იმყოფება და სახლიდან ვერ გამოდის.
ოღონდ, ამავდროულად, ბოლო დღეების განმავლობაში მამუკა მდინარაძე იმდენჯერ იყო საჯარო თავშეყრის ადგილებში, რომ, თუ ჭურში არ ზიხარ, გაგების დონეზე მაინც გაიგებდი.
რაც მაკვირვებს, ის არის, ამდენი ტყუილის შემდეგ საერთოდ როგორ ჰყავს რაიმე აუდიტორია ამ ტელევიზიებს… მისმა მაყურებელმა უნდა დაიჯეროს, რომ ადამიანი შინაპატიმრობაშია, მაშინ როდესაც ის ყოველდღე სხვადასხვა გარემოში, უამრავ ადამიანთან ერთად იმყოფება.
ეს ერთი ფაქტიც ნათელ წარმოდგენას მოგცემთ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენი მცდარი, დამახინჯებული ან მიზანმიმართულად ტყუილი ინფორმაცია მიეწოდება მაყურებელს. პრობლემა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სიუჟეტში არ არის.
გაცილებით უფრო სახიფათოა პრაქტიკა, როდესაც მედიისთვის მინიჭებული საჯარო პლატფორმა და მაუწყებლობის შესაძლებლობა გამოიყენება არა საზოგადოების ინფორმირებისთვის, არამედ მისი აღქმების, დამოკიდებულებებისა და, საბოლოოდ, საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართული ფორმირებისთვის“, - წერს ნინო წილოსანი.
1789230036
სპორტიმორიგი გოლი და ყველაზე მაღალი შეფასება - კვერნაძემ სერია A-ში კვლავ გაიტანა
იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში გამართული შეხვედრა „ჯენოასა“ და „ფროსინონეს“ შორის, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრაში სტუმრები დაწინაურდნენ, მე-14 წუთზე თავი „ფროსინონეს“ ქართველ...
1789225744
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ ორივე უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ახალი...
1789225164
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციაში ბრძოლა გაჩაღებულია იმაზე, ვინ დაეპატრონება იმ მცირე თანხებს, რომელიც ფარულად და უკანონოდ შემოდის საქართველოში, ერთმანეთის ჩასაძირად ყველაფერზე წავლენ
„ოპოზიციაში არაფერი ახალი არ ხდება. ბრძოლა გაჩაღებულია იმაზე, ვინ დაეპატრონება იმ მცირე თანხებს, რომლებიც ფარულად და უკანონოდ შემოდის საქართველოში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარ...
1789221754
მსოფლიოტრამპის თქმით, ჰუსიტებმა სთხოვეს, რომ იემენში მიმდინარე ომში აშშ არ ჩაერიოს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იემენელმა ჰუსიტებმა მას სთხოვეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომში არ ჩაერიოს. ამის შესახებ ტრამპმა დუბლინში ვიზიტის დრ...
1789219141
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ საქართველოს ეკონომისტთა ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქ...































