თამთა მეგრელიშვილი: „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სამიზნე ბერა ივანიშვილი და მისი ოჯახი ალბათ მხოლოდ ერთი მიზნით გახდა, რათა საზოგადოებაში მისი და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობები ხელოვნურად მაინც შეიქმნას
„აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გამართულ ქორწილის ცერემონიას ბერა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა და გამოითქვა მოსაზრება, რომ სავარაუდოდ გზის ჩაკეტვაც ამ გარემოებას უკავშირდებოდა“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ სამიზნე ბერა ივანიშვილი მხოლოდ იმ მიზნით გახდა, რომ საზოგადოებაში მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობები ხელოვნურად შეიქმნას.
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ქეისი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არ შეიძლება გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდეს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებდეს ადამიანის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას.
„აღნიშნულ ქორწილს ბევრი სტუმარი ესწრებოდა და გავრცელებული ინფორმაციის სამიზნე ბერა ივანიშვილი და მისი ოჯახი ალბათ მხოლოდ ერთი მიზნით გახდა, რათა საზოგადოებაში მისი და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობები ხელოვნურად მაინც შეიქმნას. ივანიშვილის ოჯახის წევრები არცთუ იშვიათად ჩნდებიან ხალხმრავალ სივრცეებში და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები არიან, მათი უსაფრთხოების გამოც კი სხვა ადამიანებს სადმე მისვლისა და შესვლის სირთულე არასოდეს შეჰქმნიათ. ამ ფონზე, „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, სამართლებრივ ჭრილში ამ საკითხის განხილვისას, დაზარალებულს შესაძლოა მისცეს უფლება მოითხოვოს ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, მისი გავრცელების შეწყვეტა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ეს ქეისი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არ შეიძლება გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდეს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებდეს ადამიანის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას და გამოავლენს იმ მფაქტს, რომ რეგიონული მედიასაშუალება კანონმდებლობით დადგენილ წესებს სათანადოდ არ იცავს“, - წერს მეგრელიშვილი.
1784470533
ახალი ამბებილუკა მაისურაძემ სარაევოს ღია პირველობაზე რუსი იგოლნიკოვი დაამარცხა და ფინალში იჭიდავებს
სარაევოში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ნახევარფინალში რუსი მიხაილ იგოლნიკოვი დამატებით დროში იპონით დაამაცხა და ფინალში იტალიელ ჯაკომო გამბას დაუ...
1784468823
ახალი ამბებიბექა ჩხაიძე ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: განსაკუთრებით ყველა გურულს შეეხეთ მაგით, ვინც ეგ იკადრეთ, ვინც მანდ ხართ და ტაშს უკრავთ, ყველანაირი გაგებით პატარა ხალხი ხართ
მომღერალი ბექა ჩხაიძე ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. საქმე ეხება კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტს, სადაც მწერლ...
1784468675
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე: ხომ გაგაფრთხილეთ, რომ თქვენი ტყუილები არ გავიდოდა? ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის, ფეიკებისა და შავი კამპანიის წარმოების საშუალებას არ მოგცემთ!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ, ბერა ივანიშვილის ოჯახის მისამართით გავრცელებულ ინფორმაციაზე პოსტი გამოაქვეყნა. დეპუტატის განცხადებით, ბიძინა...
1784466719
ახალი ამბებისოსიაშვილი ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: ქართველი კაცი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს აუგად იხსენიებს, ის აგინებს მთელ საქართველოს
„ქართველი კაცი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს აუგად იხსენიებს, ის აგინებს მთელ საქართველოს, ქართულ სულიერებას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგ...
1784463753
მსოფლიოკანადასა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს - INDEPENDENT
ესპანეთის ჩრდილოეთით, არაგონის პროვინციაში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლმა 16 000 ჰექტარი მიწის ფართობი უკვე გაანადგურა. სტიქიას მაშველებთან ერთად, არმიაც ებრძვის. ცეცხლი დასახლებული პუნქ...






























