თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ვარლამ ლიპარტელიანმა მინისტრს ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგები გააცნო.

აღინიშნა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში განსაკუთრებულად დიდია ინტერესი ქართული თეატრის მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რეგიონებში თეატრის საგასტროლო და საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება. ხაზი გაესვა კულტურულ აქტივობებში ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდის მიზნით ერთობლივი ინიციატივებს განხორციელების საკითხს.

მინისტრმა ხელოვნების პოპულარიზაციის კუთხით მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა და ახალგაზრდული ორგანიზაციას ინიციატივის აღსრულებაში სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე, ქართული სახელმწიფო თეატრალური დასები, პირველ ეტაპზე, გურიის რეგიონს ეწვევიან.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდული პროექტების ერთობლივად განსახორციელებლად.

შეხვედრას სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათა სვანიძე და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი დავით ბოდაველი ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784534944

საზოგადოება

კახა კალაძე: ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს იმის ძალა, რომ ძალიან მარტივად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოზიტიურად აფასებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხო წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი და მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შესწევს იმის ძალა, რომ მარტივად შ...

კახა კალაძე

1784534914

საზოგადოება

კახა კალაძე: სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით გარკვეულ შედეგებს დადებს

ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა, - განაცხადა თბილისის მერმა მედიის კითხვაზე სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის არსებობის შესახებ. მისივე თქმით, მსგავსი ქმედებე...

კახა კალაძე

1784534317

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ყველა კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოს ვთავაზობთ

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, ბოლო თვეებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინფრასტრუქტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რომლის მიზანიც სექტორის გაჯან...

რევაზ სოხაძ

1784534142

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, რომ ბიუჯეტის თანხებით შესრულებული თითოეული პროექტი იყოს ხარისხიანი

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი შუა დერეფნის განვითარების საკვანძო პროექტია. გასული წლის ბოლოს სრულად გაიხსნა რიკოთის მონაკვეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტი იყო, რაც ჩვენს რეგიო...

რევაზ სოხაძე

1784533255

საზოგადოება

ქუთაისში პესტიციდების და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში (ჭავჭავაძის გამზირი N 51) შპს ,,ალგო 2014“ და ინდივიდუალური მეწარმე ც. ა. -ს ობიექტები შეამოწმეს. ბიზნესოპერატორები, აგროქიმიკატების რეალიზაციას, რეგისტრა...

 არალეგალური რეალიზაციის ფაქტები