თამთა სოფრომაძე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე: ყოველთვის ფრთხილი მიდგომით ვიღებთ გადაწყვეტილებებს

„ცენტრალური ბანკებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გადაწყვეტილების მიღებისას არის მაკროეკონომიკური პროგნოზი, როგორ ხედავენ, მომავალში რა დონეზე იქნება ინფლაცია და ამის საპირწონედ იღებენ დღეს გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, სების მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ განაცხადა, კითხვის პასუხად, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის განსაზღვრისას საერთაშორისო პრაქტიკებს შეეხებოდა.

„ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმის პირობებში, როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის მთავარი ინსტრუმენტი, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ხდება ამ ინსტრუმენტით საბოლოოდ ეკონომიკურ მაჩვენებელზე, მთლიან მოთხოვნაზე და ინფლაციაზე გადაცემა. თავისთავად, ეს დროში მყისიერად არ ხდება ანუ, დღეს თუ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, ეს ხვალვე არ აისახება - ამას დრო სჭირდება.

რადგანაც ამას დრო სჭირდება, შესაბამისად, ამ რეჟიმის პირობებში ცენტრალური ბანკებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გადაწყვეტილების მიღებისას არის მაკროეკონომიკური პროგნოზი, როგორ ხედავენ, მომავალში რა იქნება ინფლაცია, და ამის საპირწონედ იღებენ დღეს გადაწყვეტილებას.

თუმცა აქ საინტერესოა ერთი მომენტი, თუ აქამდე ცენტრალური ბანკები, ძირითადად კოვიდის კრიზისამდე, ჰქონდათ ერთი ე.წ. საბაზო ცენტრალური სცენარი და სწორედ ამ სცენარიდან გამომდინარე მოქმედებდნენ, ყოველთვის აცხადებდნენ, რომ მათი პროგნოზით დიდი ალბათობით ეს სცენარი განვითარდებოდა.

თუმცა, შემდეგ დადგა 2020 წელი კოვიდის კრიზისი. მერე ეს კრიზისი მოსალოდნელზე მეტად გახანგრძლივდა, რამაც პოსტპანდემიურ პერიოდშიც გარკვეული დისბალანსი გამოიწვია საერთაშორისო ბაზრებზე. ამას დაემატა გეოპოლიტიკური კრიზისები და ყოველწლიურად ჩნდებოდა ახალი, მოულოდნელი ეკონომიკური შოკები. ამან მსოფლიო ეკონომიკა მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ ერთი, საბაზო სცენარიდან გადაწყვეტილების მიღება აღარ არის ოპტიმალური. შესაბამისად, უფრო აქტუალური გახდა სცენარებზე და რისკების მართვაზე დაფუძნებული მიდგომა.

საერთაშორისო კონფერენციებზე წამყვანი ეკონომისტები უკვე ბოლო ორი წელია აქტიურად საუბრობენ, რომ არა მხოლოდ ერთ სცენარზე, არამედ რისკების ანალიზზე დაფუძნებულადაც უნდა მიიღოს ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვეტილება.

აქ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მიდგომაზე ოფიციალურად 2025 წლის დასაწყისიდან გადავიდა და ერთ-ერთი ლიდერი ბანკი გახდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავედით ამ მიდგომაზე, რამდენიმე წამყვანმა ცენტრალურმა ბანკმაც დაიწყო მსგავს პრაქტიკაზე გადასვლა 2025 წლის განმავლობაში.

თუმცა აღსანიშნავია, რომ მართალია, ჩვენ 2025 წლის დასაწყისიდან ამ მიდგომაზე ოფიციალურად გადავედით, მანამდეც - 2023–2024 წლებში გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ამ პრინციპს ვეყრდნობოდით. ანუ, განვიხილავდით არა მხოლოდ საბაზო სცენარს, არამედ რისკების ანალიზსაც, და აქედან გამომდინარე ვიღებდით გადაწყვეტილებას.

იმის გამო, რომ საკმაოდ მაღალი იყო ინფლაციური რისკები და გვქონდა მოლოდინი, შესაძლებელი იყო სცენარი, როცა ინფლაციას გარკვეული ერთჯერადი ფაქტორების გამო გადააჭარბა სამიზნე მაჩვენებლისთვის, მაინც უფრო ფრთხილი მიდგომა ავირჩიეთ. მაგალითად, 2024 წელს, მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ინფლაცია 1.1% იყო, განაკვეთი 8%-ზე შევინარჩუნეთ.

ყოველთვის ფრთხილი მიდგომით მივყვებოდით ამ შერბილების გადაწყვეტილებებს, რადგან ვხედავდით, რომ ინფლაციური რისკები იყო საკმაოდ მაღალი. ამ პრინციპს კვლავ მივყვებით.

სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენს პრესრელიზში ცალსახად იყო აღნიშნული, რომ ვაკვირდებით მოვლენებს. დღევანდელი მდგომარეობით ვხედავთ, რომ ფუნდამენტური ინფლაციური პროცესები სტაბილურია, ხოლო გარკვეული ერთჯერადი ფაქტორები იწვევს მაღალ ინფლაციას, რაც სხვა თანაბარ პირობებში არ უნდა გახანგრძლივდეს და მეორე რაუნდის ეფექტებში არ უნდა გადაიზარდოს.

თუმცა მაინც რისკად აღვიქვამთ იმ ფაქტს, რომ დღეს ინფლაცია შედარებით მაღალია. თუ დავინახავთ, რომ ეს უკვე ფუნდამენტურ პროცესებში გადადის, ჩვენ აქტიურად მოვახდენთ რეაგირებას და გამოვიყენებთ ყველა რესურსს იმისათვის, რომ საქართველოში ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ინფლაცია იქნება 3%-თან ახლოს“, – განაცხადა თამთა სოფრომაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762414321

ახალი ამბები

ცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ადაპტაციურობის რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე „რამდენად ეფექტურად რეაგ...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა

1762413119

ახალი ამბები

პაპუაშვილი: არ უნდა დავივიწყოთ სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ევროკომისიის ანგარიშით დაგვანახვეს, რომ „საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს“

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ის სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ანგარიშით დაგვანახვეს - „საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთ...

შალვა პაპუაშვილი

1762412142

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და...

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

1762411326

ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი: არჩევნების ბოიკოტი რუსული სპეცოპერაცია იყო

„სინამდვილეში, არჩევნების ბოიკოტი რუსული სპეცოპერაცია იყო”, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების ბო...

ააა

1762409695

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა. საერთაშორისო გამოფენაში საქართვე...

ირაკლი კობახიძე