კახა კალაძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გააკეთა, არის ევროპული კანონები და არა ევროპული ბიუროკრატია

„როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ქვეყნის ჯანსაღი შეფასება ხდება პოლიტიკის გარეშე, საქართველო ყოველთვის მოწინავე ქვეყანაა, ხოლო როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე ვისმენთ სიცრუეს და მუქარას“, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა, არის არა ევროპული ბიუროკრატია, არამედ სამართლიანობა, ობიექტური დამოკიდებულება, ქართველი ხალხისა და საქართველოს პატივისცემა.

„განცხადებებს, რასაც ვისმენთ, ძირითადად, სიცრუით არის გაჯერებული, ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილზე. როდესაც ხდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ქვეყნის ჯანსაღი შეფასება პოლიტიკის გარეშე, რა თქმა უნდა, საქართველო ყოველთვის არის მოწინავე ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის და თუნდაც ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოზე წინ არის რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარებით, ბიზნესის კეთების სიმარტივით და ბევრი სხვა კრიტერიუმია, სადაც საქართველო მოწინავეა.

როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, რა თქმა უნდა, მაშინვე ვისმენთ სიცრუესა და მუქარას. ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გააკეთა, ეს არ არის ევროპული ბიუროკრატია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, პირველ რიგში, საჭიროა სამართლიანი დამოკიდებულება ქვეყნის, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ.

„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე, თუმცა, პირველ რიგში, გვჭირდება სამართლიანობა და სამართლიანი დამოკიდებულება, ქვეყნის, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს პატივისცემა. გვინდა ქვეყანაში ევროპული კანონებით ცხოვრება და არა ევროპული ბიუროკრატია, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი და სიცრუეა, წახალისებაა ბოროტებისა და ძალადობრივი ჯგუფების. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთი ევროპა არ აგვირჩევია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას რაც შეეხება, თბილისის მერი აცხადებს, რომ მთელი კამპანია იყო გაჩაღებული, რომ „როგორმე სასამართლო სისტემა ჯიბეში ჩაედოთ“.

„არ გამოვა, მეგობრებო, სასამართლო და ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი. ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს სუვერენიტეტს. ერთია, რას საუბრობენ საქართველოსთან დაკავშირებით და მეორეა ფაქტი. ფაქტი ის არის, რომ ქვეყანა წინ მიდის, ეკონომიკა ვითარდება, მიუხედავად მოწოდებებისა და მუქარებისა, ჩვენი პრინციპული პოზიციით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შევინარჩუნეთ მშვიდობა, რასაც მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762420922

სპორტი

ვილი სანიოლმა ესპანეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა⚽

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.  ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩე...

ბურთიბურთი

1762417380

ახალი ამბები

გორდულაძე: დემოკრატიული უკუსვლა იმ გაერთიანებაშია, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, მაგრამ ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიის ხელწერა ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაა

 „დიფ სთეითის“ ევრობიუროკრატიის ხელში შანტაჟის ერთადერთი მექანიზმი ქართველ ხალხზე ზეწოლის განსახორციელებლად დარჩენილიავიზალიბერალიზაცია, ყველაფერს აკეთებენ, როგორმე, ქართველი ხალხი დასაჯონ იმ გადაწყვე...

არჩილ გორდულაძე

1762416814

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 4 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალა...

დაკავებადაკავება

1762414321

ახალი ამბები

ცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ადაპტაციურობის რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე „რამდენად ეფექტურად რეაგ...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა

1762413119

ახალი ამბები

პაპუაშვილი: არ უნდა დავივიწყოთ სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ევროკომისიის ანგარიშით დაგვანახვეს, რომ „საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს“

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ის სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ანგარიშით დაგვანახვეს - „საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთ...

შალვა პაპუაშვილი