თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობას 26 წლის იუბილე მიულოცა

 საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 26 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცეს.

სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და მებრძოლებს განსაკუთრებული პროფესიონალიზმის, სიმამაცისა და სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„თითოეული ჩვენგანისთვის საამაყოა, რომ დღეს სპეციალური ოპერაციების სარდლობა არის მაღალი საბრძოლო მზადყოფნის ქვედანაყოფი, რომელიც მუდმივად აძლიერებს საკუთარ პროფესიულ უნარებსა და სტანდარტებს, ასევე ღირსეულად მონაწილეობს სხვადასხვა სწავლებასა და საერთაშორისო ძალისხმევაში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საიუბილეო ღონისძიებაზე რეინჯერის მომზადების პროგრამის მე-15 ნაკადის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. რეინჯერებმა ჯარისკაცის მრწამსი წაიკითხეს. პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებითა და უწყებრივი მედლებით – „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“ და „გენერალი კვინიტაძე“.

სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სპეციალური ოპერაციების სარდლობის შეიარაღება და აღჭურვილობაც დაათვალიერეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763756250

საზოგადოება

შარმანაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რადიკალური ოპოზიციის გზავნილებზე: უკრაინის მდგომარეობა დღეს ნორმალურ ადამიანს ვერ გაახარებს, ახლა გაიაზრეთ, რა დაემართებოდა საქართველოს ეს პირები რომ ყოფილიყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რადიკალური ოპოზიციის გზავნილების და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო განცხადები...

თენგიზ შარმანაშვილი

1763756159

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია: ევროპა, რომელმაც ღირებულებები შექმნა, დღეს მხოლოდ ეძებს მათ უკანასკნელ კვალს, ევროპას ჯერ კიდევ შეუძლია გადარჩენა - თუ გაიხსენებს, რომ თავისუფლება ბიუროკრატიული დოკუმენტი კი არა, შინაგანი რწმენაა

„იყო დრო, როცა ევროპა გახლდათ ცივილიზაციის სინათლე - გონიერების, რწმენისა და კულტურის ერთიანი სხივი. ის ქმნიდა კანონს, რომელიც ემყარებოდა კოლექტიურ ნდობას, ეკონომიკას, რომელიც იზრდებოდა შრომით, და საზ...

ბაჩო ოდიშარია.  

1763756084

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა - მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

„ჩვენ აქტიურად და წარმატებით ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ძალიან კარგი ვიზიტი გვქონდა ჩინეთში ცოტა ხნის წინ, სადაც შევხვდით პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

ირაკლი კობახიძე

1763753415

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არსებობს კონკრეტული პრინციპები, ღირებულებები, ჩვენთვის ეს არის ეროვნული და ქრისტიანული იდენტობა და ევროპისკენ სწრაფვას ფასი აქვს მხოლოდ ამ ღირებულებების პირობებში

„ევროპისკენ ვიყურებოდით და იქ ვეძებდით საკუთარ დაცვას, ქრისტიანული ღირებულებების გარშემო. სწორედ ამ მთავარ ღირებულებას აცლიან ევროპას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV...

ირაკლი კობახიძე

1763752872

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ განათლებული საზოგადოება ბევრად უფრო ნაკლებად ექვემდებარება გარე ჩარევებს, პროვოკაციებს

„სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ განათლებული საზოგადოება ბევრად უფრო ნაკლებად ექვემდებარება გარე ჩარევებს, პროვოკაციებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-...

ირაკლი კობახიძე