ირაკლი კობახიძე: არსებობს კონკრეტული პრინციპები, ღირებულებები, ჩვენთვის ეს არის ეროვნული და ქრისტიანული იდენტობა და ევროპისკენ სწრაფვას ფასი აქვს მხოლოდ ამ ღირებულებების პირობებში
„ევროპისკენ ვიყურებოდით და იქ ვეძებდით საკუთარ დაცვას, ქრისტიანული ღირებულებების გარშემო. სწორედ ამ მთავარ ღირებულებას აცლიან ევროპას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.
პრემიერის თქმით, ფასი ევროპისკენ სწრაფვას აქვს მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოს კარს გაუღებს ქრისტიანული და მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა.
„ყველაფრის პრაგმატულად გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია. თავის დროზე, რატომაც იყურებოდა ჩვენი ქვეყანა დასავლეთისკენ, ამას ჰქონდა ერთადერთი მთავარი მიზეზი - ქრისტიანობა. ქრისტიანობის გამო ვიყურებოდით ევროპისკენ. თავის დროზე, როდესაც გაკეთდა არჩევანი კონკრეტული მიმართულებით, ესეც ქრისტიანობას უკავშირდებოდა. ევროპისკენ ვიყურებოდით და იქ ვეძებდით საკუთარ დაცვას, ქრისტიანული ღირებულებების გარშემო. სწორედ ამ მთავარ ღირებულებას აცლიან ევროპას. ეს არის მთავარი პრობლემა, რატომაც ღირებულების დონეზე იქნა დაკნინებული ევროპის მნიშვნელობა. არსებობს კონკრეტული პრინციპები, ღირებულებები. ერთი უკავშირდება იდენტობას.
ჩვენთვის ეს არის ეროვნული და ქრისტიანული იდენტობა და ფასი ევროპისკენ სწრაფვას აქვს მხოლოდ ამ ღირებულებების პირობებში, თუ ჩვენ დაგვხვდება და კარს გაგვიღებს ქრისტიანული და მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა. ასევე, პრაგმატულად მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის, იქ დაგვხვდეს ევროპა, კეთილდღეობის შესაბამისი ხარისხით. აქ ძალიან მძიმე ტენდენციებია.
ყველაფერს პრაგმატულად უნდა შევხედოთ. მთავარია, რომ ჩვენ ღირსებას არ გადავუხვიოთ. მთავარია ღირსება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. პრაგმატულად უნდა შევხედოთ ყველაფერს, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს კურსი, მაგრამ მხოლოდ ღირსებით შეიძლება გაჰყვე ამ კურსს და დივერსიფიკაციას არ აქვს არავითარი ალტერნატივა“, - განაცხადა პრემიერმა.
1763752759
საზოგადოებაპრემიერი: ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი
„ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუ ამას არ გააკეთ...
1763752723
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა, ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ, მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს
„ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა. ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ. მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდ...
1763751556
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როცა გვადარებენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, კორუფციით, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან
როცა გვადარებენ უკრაინას და მოლდოვას, ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან, - განაცხად...
1763751509
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას, უბრალოდ, როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს გადაწყვეტილება
„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1763751110
საზოგადოებაპრემიერი: როგორც კი არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების, უცხოური აგენტურის აკრძალვის პროცესი დასრულდება, მაშინვე, ეს დემოკრატიული კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს
„ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში. პრემიერის შეფასებ...



























