ირაკლი კობახიძე: სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ განათლებული საზოგადოება ბევრად უფრო ნაკლებად ექვემდებარება გარე ჩარევებს, პროვოკაციებს
„სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ განათლებული საზოგადოება ბევრად უფრო ნაკლებად ექვემდებარება გარე ჩარევებს, პროვოკაციებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს განათლების სისტემის რეფორმას, რათა საზოგადოების უსაფრთხოების ხარისხი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.
„ჩვენ როცა ვსაუბრობთ იგივე პოლიტიკურ სპექტრში არსებულ მდგომარეობაზე, კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით გაშლილ დისკუსიებზე, როგორიც არის მაგალითად ე.წ არაბიზაცია, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ლოგიკურად ვერ მსჯელობენ ადამიანები. შენ, შეიძლება, მოგინდეს სპეკულირება და კარგი, მაგრამ იქაც ხომ შეიძლება, ლოგიკა ააგო. ლოგიკას ვერ აწყობენ. ლოგიკა არის მეცნიერება, თავისი წესები აქვს, ერთი არგუმენტი მეორეს უნდა მიჰყვებოდეს და ა.შ. თუნდაც სპეკულირების და დემაგოგიის პირობებში, საკუთარ თავს უნდა სცე პატივი და რაღაც ლოგიკური ჯაჭვი უნდა ააწყო. საერთოდ არ აინტერესებთ. ლოგიკა არ აინტერესებთ. ლოგიკა კი არა, მათემატიკა, არითმეტიკა არ აინტერესებთ, ისეთ რაღაცებზე ლაპარაკობენ.
მაგალითად, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ვიდეოებს ავრცელებენ სოცმედიაში, მარტო ის კი არ არის, რომ თავისი აზრი აქვს და ეს აზრი სწორია თუ არასწორია, საერთოდ ლოგიკას არ ეფუძნება ხოლმე მათი განცხადებები, ლოგიკას არის აცდენილი. ამიტომ, ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ განათლების რეფორმას. სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ განათლებული საზოგადოება ბევრად უფრო ნაკლებად ექვემდებარება გარე ჩარევებს, პროვოკაციებს და ა.შ. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება აკრიფა ამ წლების განმავლობაში, 35 წელი ისეთ პროცესები გამოვიარეთ, რომ იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ, სიბრძნე, ცოდნა და გამოცდილება დააგროვა ჩვენმა საზოგადოებამ, მაგრამ საჭიროა დამატებით კონკრეტული ცვლილებების განხორციელება განათლების სისტემაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების ხარისხი, იმიტომ, რომ განათლებული საზოგადოება არის ყველაზე მეტად დაცული ნებისმიერი რისკებისგან. ამიტომ, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
1763752759
საზოგადოებაპრემიერი: ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი
„ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუ ამას არ გააკეთ...
1763752723
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა, ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ, მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს
„ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა. ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ. მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდ...
1763751556
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როცა გვადარებენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, კორუფციით, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან
როცა გვადარებენ უკრაინას და მოლდოვას, ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან, - განაცხად...
1763751509
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას, უბრალოდ, როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს გადაწყვეტილება
„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1763751110
საზოგადოებაპრემიერი: როგორც კი არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების, უცხოური აგენტურის აკრძალვის პროცესი დასრულდება, მაშინვე, ეს დემოკრატიული კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს
„ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში. პრემიერის შეფასებ...



























