ირაკლი კობახიძე: ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა - მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

„ჩვენ აქტიურად და წარმატებით ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ძალიან კარგი ვიზიტი გვქონდა ჩინეთში ცოტა ხნის წინ, სადაც შევხვდით პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.

მთავრობის მეთაურის თქმით, საინტერესო შეხვედრა იყო და მსჯელობა შედგა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თაობაზე, სადაც ძალიან დიდი პერსპექტივებია.

„აქ მნიშვნელოვანი რა არის ღირებულებით ნაწილში, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერ სახელმწიფო თანამედროვე სამყაროში, რაც ბოლო ათწლეულების ისტორიამ დაადასტურა. ცდილობენ გაშავებას, ყველანაირი ეპითეტებით ამკობენ ჩინეთს, ცდილობენ რაღაც შავ სახელმწიფოდ წარმოაჩინონ, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტია. აქაც იგივე ფაქტებზე დაფუძნებულ დასკვნებზე რომ ვისაუბროთ, 1979 წლის მერე, თუ არ ვცდები, შეიძლება 1 წელი შემეშალოს, ჩინეთი არ ყოფილა ჩართული არცერთ ომში. ვიეტნამი იყო 1979 წელს და იმის მერე ამხელა რესურსების მქონე სუპერ სახელმწიფო არცერთ ომში არ ყოფილა ჩართული, ერთადერთი სუპერ სახელმწიფოა, რომელიც არ ყოფილა არცერთ ომში ჩართული, თითქმის ნახევარი საუკუნეა.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, რატომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, იმიტომ, რომ ღირებულებები აქვს და ამ ღირებულებებით ეპყრობა ის სხვა სახელმწიფოებს, დიდს თუ პატარას. ერთ-ერთი, რაც ახასიათებს ჩინეთს და ეს არის მათი პოლიტიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ღერძი, პოლიტიკის ნაწილია, ფორმალური ნაწილიც კი არის მათი პოლიტიკის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის სიდიდეს, მოსახლეობას, ტერიტორიას, თანაბარი მიდგომა, თანაბარი მოპყრობა თითოეული ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ. ეს არის ღირსება. ზუსტად ღირსებაზე როცა არის საუბარი, ესეც ხომ ღირსების მაჩვენებელია, რომ შენ შენს ღირსებას გამოხატავ და სხვის ღირსებას პატივს სცემ.

როგორია ამ დროს დამოკიდებულება იგივე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, არ გელაპარაკები, ჩემი პირობებით მარტო თუ რამე გინდა და ა.შ. პირობებიც თავისთავად უღირსია.

ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა, მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ჩვენ ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763752797

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა, საზოგადოებას ვუთხარით სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ რა მანკიერი ინტერესებით იმართება თანამედროვე მსოფლიო

„რეალურად ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ძალიან ფართო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის რა გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, რა გავლენებით იმართებოდა ა...

ირაკლი კობახიძე

1763752759

საზოგადოება

პრემიერი: ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი

„ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუ ამას არ გააკეთ...

ირაკლი კობახიძე

1763752723

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა, ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ, მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს

„ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა. ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ. მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდ...

ირაკლი კობახიძე

1763751556

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როცა გვადარებენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, კორუფციით, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან

როცა გვადარებენ უკრაინას და მოლდოვას, ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან, - განაცხად...

ირაკლი კობახიძე

1763751509

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას, უბრალოდ, როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს გადაწყვეტილება

„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე /