საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს შეხვდა

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ იაშარ ქადიოღლუს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

იაშარ ქადიოღლუ ხელმძღვანელობდა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას, რომელიც საქართველოში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჩამოვიდა - დელეგაციის წევრები ქართველ კოლეგებთან ერთად ავიაკატასტროფის ადგილზე შესაბამის ძებნა-შველის ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში, იაშარ ქადიოღლუმ მადლობა გადაუხადა გეკა გელაძეს ეფექტიანი მუშაობისა და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. თურქი გენერლის თქმით, ქართული საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც ავიაკატასტროფის ადგილზე მუშაობდნენ, გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმითა და სტანდარტით.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალი ქაან ორბაი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, საელჩოს პირველი მრჩეველი მელიკე ილმაზ ოსკიფერი და სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი ესწრებოდნენ.

თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში განიცადა. შედეგად, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 20 მოსამსახურე დაიღუპა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763753415

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არსებობს კონკრეტული პრინციპები, ღირებულებები, ჩვენთვის ეს არის ეროვნული და ქრისტიანული იდენტობა და ევროპისკენ სწრაფვას ფასი აქვს მხოლოდ ამ ღირებულებების პირობებში

„ევროპისკენ ვიყურებოდით და იქ ვეძებდით საკუთარ დაცვას, ქრისტიანული ღირებულებების გარშემო. სწორედ ამ მთავარ ღირებულებას აცლიან ევროპას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV...

ირაკლი კობახიძე

1763752872

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ განათლებული საზოგადოება ბევრად უფრო ნაკლებად ექვემდებარება გარე ჩარევებს, პროვოკაციებს

„სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ განათლებული საზოგადოება ბევრად უფრო ნაკლებად ექვემდებარება გარე ჩარევებს, პროვოკაციებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-...

ირაკლი კობახიძე

1763752836

საზოგადოება

პრემიერი: ზოგადი განათლების სისტემაში ბევრი რამ არის გადასახედი, ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, ღირებულებით ნაწილშიც გვჭირდება თვისებრივი ცვლილებები, რომ ღირებულებებისგან დაცლილი მომავალი თაობა არ მივიღოთ

„განათლების სფეროში ცვლილებების განხორციელება ღირებულებების კუთხითაც მნიშვნელოვანია, ეს ეხება არა მარტო საუნივერსიტეტო განათლებას, ეს ეხება სკოლებსაც, პირველ რიგში სკოლის ასაკში იყალიბებს ბავშვი ღირებ...

ირაკლი კობახიძე

1763752797

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა, საზოგადოებას ვუთხარით სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ რა მანკიერი ინტერესებით იმართება თანამედროვე მსოფლიო

„რეალურად ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ძალიან ფართო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის რა გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, რა გავლენებით იმართებოდა ა...

ირაკლი კობახიძე

1763752759

საზოგადოება

პრემიერი: ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი

„ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუ ამას არ გააკეთ...

ირაკლი კობახიძე