თავის არეში გასროლით მოკლა, ავტომობილი ხევში გადააგდო, კვალის დასაფარად სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა - შსს-მ ზესტაფონში სასტიკი მკვლელობა გახსნა

მკვლელობა ზესტაფონში – შსს-მ 1 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 15 ივლისს მოხდა. დაკავებულია 54 წლის პირი, რომელიც 40 წლის მამაკაცის მკვლელობაშია ბრალდებული. განზრახ მკვლელობის გარდა, მას ასევე ბრალად ედება ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურება.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა [ვ.ც.] მიმდინარე წლის 15 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნაცნობს – 1982 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ვ.ც.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა.” აცხადებს შსს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ვ.ც. ჭიათურის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტზე [108-ე და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი].
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რუსებმა საკუთარი გამანადგურებელი თვითმფრინავი სუ-34 ჩამოაგდეს – უკრაინული მედია
1752737099
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მოპ...
1752736306
ახალი ამბებიპოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...
1752734411
ახალი ამბებინათია თურნავა ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის (CIPS) პრეზიდენტთან ფუ ჰუანგთან შეხვედრა გამართა. აღნიშნული ვიზიტი მიმდინარე წლის მარტში...
1752732259
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ევროპაში უკანონო მიგრანტების ყოლამ ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამას ჩვენ საქართველოში არ დავუშვებთ - უკანონო მიგრანტებზე გვექნება ჩვენი ლეგიტიმური რეაქცია
უკანონო მიგრაცია ძალიან აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, აქაც პირობას ვდებთ, რაც კი ქართულ სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების ხელშეწყობით, რა თქმა უნდა, ექნება ბერკეტი და ჩვენ უკანონო მიგრაციას დავიყვანთ მი...
1752730795
მსოფლიოალასკაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც სანაპირო რაიონებში ცუნამის გაფრთხილება გამოცხადდა
აშშ-ის შტატ ალასკაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16 ივლისს, 12:38 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი პოპოფის კუნძულის დაახლოებით 600-კაციანი თემიდან, სენდ პოინტიდან 55 მილ...