თბილისის მერია: ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მიუსაფარ ცხოველებს, ისე მოსახლეობას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე
„ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ მონიტორინგის წარმომადგენელთა ფოტოებს, უწოდებენ მათ მკვლელებს, მწამებლებს, ცხოველთა ცოცხლად დამმარხველებს და ემუქრებიან არა მხოლოდ მათ, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.
„გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მუქარას თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების წინააღმდეგ.
რამდენიმე დღეა, არ ცხრება მუქარის შემცველი მოწოდებები და ბულინგი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მისამართით, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და ემსახურებიან დედაქალაქს.
პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ მონიტორინგის წარმომადგენელთა ფოტოებს, უწოდებენ მათ მკვლელებს, მწამებლებს, ცხოველთა ცოცხლად დამმარხველებს და ემუქრებიან არა მხოლოდ მათ, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.
ე.წ. ცხოველთა დამცველები, რომელთაც არც ცხოველების და მით უმეტეს არც მოქალაქეების უფლებების დაცვასთან რეალურად არაფერი აკავშირებთ, დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით.
გახსოვთ, ალბათ, ცხოველთა გადათხრილი სამარხები, ამოყრილი ლეში, ცხოველთა თავშესაფარში შეჭრის მცდელობები და ახლა უკვე პირდაპირი მუქარა იმ ადამიანების ოჯახების მისამართით, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებენ. ეს არის ხელის შეშლა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, ადამიანთა პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა და მათი ფიზიკური უსაფრთხოების ხელყოფის მცდელობა.
საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“ და განკუთვნილია სწორედ ცხოველთა ლეშის დასამარხად.
ცხოველთა დამარხვა ხდება ღამის საათებში, რადგან დღის განმავლობაში არაერთი ლეში შემოდის სააგენტოში, როგორც ბუნებრივი სიკვდილით, ისე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო დახოცილი პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების. დღისით ხდება მათი შეკრება და ღამის საათებში დამარხვა.
ყველა პროცედურა არის საჯარო და დევს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვებგვერდზე.
აღნიშნულ სამარხებში იმ ცხოველთა ლეშიცაა, რომლებიც იმავე ე.წ. ცხოველთა დამცველებმა გორის თავშესაფრიდან წამოიყვანეს, ნაწილი დაიხოცა და შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართეს დასამარხად.
რაც შეეხება ე.წ. სქრინს, რომელსაც საგულდაგულოდ ავრცელებენ იმის დასტურად, თითქოს სააგენტო ნამდვილად ხოცავს ცხოველებს, არის მორიგი ტყუილი და ცილისწამება.
ერთადერთი, რის შემცირებასაც მონიტორინგი მუდმივად ახორციელებს, მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციაა და იგი ხორციელდება სტერილიზაციის გზით. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება.
ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
1793884988
ახალი ამბებიზურაბ ჩიკვილაძე: ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან - დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ
„ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან. დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - წერს საკრებულო...
1793884010
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5955 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5958 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793883422
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით
„ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის...
1793882316
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: რაც წლევანდელ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენას განასხვავებს ქართული კომპანიებისთვის, ეს არის სპეციალური ღონისძიება, რომელიც გამოფენის ფარგლებში იქნა ორგანიზებული
„დღეს ქალაქ შანხაიში ოფიციალურად გაიხსნა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენა. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ მისი ჩატარების ისტორიაში ეს იქნება რეკორდული მასშტაბის გამოფენა“, - განაცხადა ეკო...
1793881402
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება ქართული მუსიკალური კულტურის მნიშვნელ...






























