თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის 600-მდე შემთხვევა დააფინანსა
თბილისის მერიის მიერ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის „აქტემრას“ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე, ძვირადღირებული მედიკამენტი 600-მდე შემთხვევა დაფინანსდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის განხორციელება 2025 წლის სექტემბერში დაიწყო.
„პროგრამა, ყოველ სამ თვეში ერთხელ, მედიკამენტის მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებითაც, მოქალაქე მას აფთიაქში იღებს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდება, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მოქალაქე, „აქტემრას“ დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, შესაბამისი საბუთებით, თბილისის მერიას მიმართავს.
„თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული.
მედიკამენტური მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია ამ ქრონიკული ავტოიმუნური დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. შესაბამისად, მოქალაქე ქმედობაუნარიანი ხდება და მისი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1795587074
მსოფლიოკვლევის მიხედვით, გერმანელთა 53% უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ემხრობა
ჰამბურგში დაფუძნებული „კიორბერის ფონდის“ (Körber Foundation) გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში გამოკითხულთა 53% უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სრულად შეწყვეტას ემხრობა, 46% კი სამხედრო დახმარების გაგრძ...
1795586113
ახალი ამბებიავარია თბილისში - დაშავდა 1 ადამიანი
თბილისში, ნაძალადევში, ერისთავის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სა...
1795585122
ახალი ამბებიგუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა კაცზე: პაციენტის სიმძიმეს განაპირობებს დამწვრობითი ფართი და სიღრმე, მთელი სხეულის დაახლოებით 83%-ია დამწვარი
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 31 წლის კაცს, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, სხვა დაზიანებებთან ერთად, სხეულის 83%-ის დამწვრობა აღენი...
1795583938
ახალი ამბებილევან ჭოტორლიშვილი: საქართველოს მშპ 2012-დან 2025 წლამდე გაიზარდა 415%-ით - „ოცნების“ მმართველობის საოცარი შედეგია
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2012-დან 2025 წლამდე 415 პროცენტიან ზრდაზე საუბრობს და წერს, რომ მას აკვირვებს ის ხალხი, რომლებიც...
1795582609
ახალი ამბებინინო წილოსანი: ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში სუროგაცია აკრძალულია
უახლოეს მომავალში პარლამენტი სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. ცვლილებების მიხედვით, ქვეყანაში სუროგაცია სრულად აიკრძალება. უმრავლესობის წევრების განცხადებით, საკანონმდებლ...































