თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, თბილისის შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, დანარჩენი 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას.

„თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, შვიდ საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.

სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საგამოძიებო სამსახურმა 20 ბაგა-ბაღში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789677909

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექმნის მიმართულებით დიდი პროგრესია

„პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზა ძალიან მალე გაიხსნება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, აღნიშნული „ისტორიული ნაბიჯი“ პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ...

ტრამპიტრამპი

1789677550

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან: ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით - ამაში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი

„მე მაქვს ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ პოლიტიკურ ძალასთან, მათი [ოპოზიციის] ყოფილი მხარდამჭერები არიან იმედგაცრუებული“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციაზე საუბრის...

გიორგი გამსახურდია

1789677107

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს

„ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა ოპ...

თენგიზ შარმანაშვილი

1789675830

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს, ძალიან ბევრი ფულია შეჭმული

„ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“. წამყვანმა ჰკითხა, რ...

გიორგი გამსახურდია

1789675130

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება, შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში

„ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგ...

თენგიზ შარმანაშვილი