გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“, ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე რასაც ამბობს, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია
ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას გიორგი გამსახურდია ეხმაურება.
როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რადიკალები ახლა შეთქმულების თეორიებში ეძებენ დამნაშავეს, რეალურად კი ამ მდგომარეობაში თავი თავადვე ჩაიგდეს.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარუმატებლობასა და შიდა დაპირისპირებას სხვებს აბრალებენ და რეალობას თვალს არ უსწორებენ.
„თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. გვაბრალებენ ჩვენ, აბრალებენ ერთმანეთს, რომ ის გაიყიდა, ეს გამოიყიდა. მოდით დავაკვირდეთ, არ მინდა შეურაცხყოფაზე გადავიდე, საკმაოდ მაქვს მაგათთვის მიყენებული, მაგრამ ადამიანები თვითონ, რას წარმოადგენენ ერთად და ცალ-ცალკე აღებული. ჩვენ ახლა გვაქვს პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მის გარშემო პოლიტიკური გუნდი „ქართული ოცნება“, რომელიც წარმატებით უკვე მეორე ათწლეულია მართავს ქვეყანას და ბევრი დადებითი შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჩვენს პოლიტიკურ გუნდზე. ამათ სულ რეგრესი აქვთ ამ უბედურებს“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.
ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთშეურაცხმყოფელ განცხადებებს.
„ეგ ჩერგოს ძლიერი ხაზია და რაღაც ნაწილსა და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. ზოგი მეტ-ნაკლებად მიხვდა, რომ მათი გემი იძირება და 2016 წლიდან ნელ-ნელა მიმდინარეობს მაგათგან გადინება. ბელადს ვინც უღალატებდა, პოლიტიკურ უფსკრულში არ ჩაჰყვებოდა და შეეცდებოდა თავისი არსებობის გახანგრძლივებას, აპრიორი ის იყო მოღალატე. ტიპური სექტაა. ამათში არაფერია რაციონალური. მიკვირს, ეს ხალხი 9 წელი ინსტიტუციებს როგორ მართავდა“, - აღნიშნა მან.
გამსახურდიას თქმით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პოლიტიკური ძალა სრულ დეგრადაციამდე მიიყვანა.
„ამ კაცის ტვინი ამის იქით არ მიდის. საშინელ ექსპერიმენტებს ატარებს. ვიღაც ხალხი შემოჰყავს - უავტორიტეტო. სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.
1789670970
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ
იმ ადამიანებს მაინც მოვუსმინოთ, ვინც შიგნიდან ხედავს რეალურ სურათს და მაქსიმალურად შორს დავიჭიროთ თავი, დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი ევროკავშირისგან, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“აღმ...
1789669153
ახალი ამბებისამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდი...
1789668187
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე „ფარაზე“: ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება
„ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“...
1789664187
ახალი ამბებიკახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია. როგორც კალაძემ მედიას განუცხადა...
1789664107
ახალი ამბებიკახა კალაძე: ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან
„ოპოზიცია გაუბედურებულია, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ“, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა. მისივე განმარტებით, კონკრეტული პოლიტ...































