გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან: ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით - ამაში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი
„მე მაქვს ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ პოლიტიკურ ძალასთან, მათი [ოპოზიციის] ყოფილი მხარდამჭერები არიან იმედგაცრუებული“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციაზე საუბრისას.
როგორც ის ამბობს, ოპოზიციის მიზეზით საქართველოსთან გაფუჭებული ურთიერთობების გამო პოლონეთში ბოდიშს უხდიან.
„ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში, მაგალითად, მეუბნებიან: ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით - ამაში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი, ამას მეუბნებიან უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფი ადამიანები. ყველა ხვდება რა მიიღეს მათთან ურთიერთობით“, - განაცხადა გამსახურდიამ.
მისივე თქმით, არსებული ოპოზიციური სპექტრი ცდილობს გაანადგუროს ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ძალა.
„უბრალო ადამიანის გადმოსახედიდან მართლა კატასტროფა ხდება. იმედს ვიტოვებ, რომ ახალი პოლიტიკური ძალა აღმოცენდება, მაგრამ ანადგურებენ ყველაფერს, ფეკალიებიანი ჯოხებით დარბიან, რომ ყველა გასვარონ. ნაძირლები არიან. ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევს, საბოლოო ჯამში ამას უშვებიან ქვეყანას“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.
1789670970
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ
იმ ადამიანებს მაინც მოვუსმინოთ, ვინც შიგნიდან ხედავს რეალურ სურათს და მაქსიმალურად შორს დავიჭიროთ თავი, დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი ევროკავშირისგან, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“აღმ...
1789669153
ახალი ამბებისამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდი...
1789668187
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე „ფარაზე“: ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება
„ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“...
1789664187
ახალი ამბებიკახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია. როგორც კალაძემ მედიას განუცხადა...
1789664107
ახალი ამბებიკახა კალაძე: ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან
„ოპოზიცია გაუბედურებულია, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ“, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა. მისივე განმარტებით, კონკრეტული პოლიტ...































