თენგიზ ჩალიგავა: ცხოველთა მართვის პროგრამა საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება - გავრცელებული ინფორმაცია დარღვევების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა გეგმის შესაბამისად, ორი მიმართულებით მიმდინარეობს და მოიცავს როგორც მიუსაფარი, ასევე პატრონიანი ძაღლებისთვის ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას.

პროგრამის ფარგლებში, მიუსაფარ/მიკედლებულ ძაღლებს უტარდებათ სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, დიაგნოსტიკურ კვლევები. ხოლო პატრონიანი ძაღლების შემთხვევაში გათვალისწინებულია ძუ ძაღლების სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია (მიკროჩიპების გამოყენებით) და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თენგიზ ჩალიგავას განცხადებით, სააგენტოს ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის საწყის ეტაპზევე ჩართული ჰყავდა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ექსპერტი, რომელსაც ცხოველთა ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის სფეროში ოცწლიანი გამოცდილება აქვს.

„პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში მისი რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული. რაც ნიშნავს, რომ პროგრამა ხორციელდება შემდეგი პრინციპით: დაიჭირე, აცერი, ჩაუტარე კასტრაცია, დააბრუნე საწყის ტერიტორიაზე. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც არის თანამედროვე და აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი აღნიშნულ ღონისძიებებს საერთაშორისო წესების დარღვევით ახორციელებს, სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784217137

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი: საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით

„საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლა...

ლაშა ხუციშვილი

1784216430

ახალი ამბები

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 4 - ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

უნგრეთის სარეიტინგო სერიების პირველ დღეს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ოთხი - ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელ...

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა

1784214974

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: 10მლნ უკრაინელია გასული უკრაინიდან და ამის საპირწონე არის გარკვეული თანხები, ჩვენ თურმე, ამ თანხებზე წვდომა არ გვექნება, რომ გვქონოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა?! მაშინ პირდაპირ ომის ქარცეცხლში თავით უნდა გადავშვებულიყავით

„10მლნ უკრაინელია გასული უკრაინიდან და ამის საპირწონე არის გარკვეული თანხები. ჩვენ თურმე, ამ თანხებზე წვდომა არ გვექნება. რომ გვქონოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა?! მაშინ პირდაპირ ომის ქარცეცხლში თავით უნდ...

არჩილ გორდულაძე

1784213715

ახალი ამბები

თურქმენეთის პრეზიდენტი – ბიზნესმა შეიძლება ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის გაძლიერებაში, დაინტერესებული ვართ საქართველოს განვითარების კუთხით გამოცდილების გაზიარებაში

„ბიზნესმა შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებაში ლოგისტიკური, ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის, ტერმინალების განვითარების მიმა...

თურქმენეთის პრეზიდენტი

1784213201

ახალი ამბები

ნინო წილოსანი - მეუფის ხელმძღვანელობით ვესტუმრეთ ყველა იმ საეკლესიო ადგილს, რომელიც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით 1700 წლის აღნიშვნის პროცესში

საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპარლამენტო დელეგაცია სქურის მაცხოვრის შობის ტაძარს ესტუმრა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სამეგრელოში მიმდინარე ინფრას...

ნინო წილოსანი