არჩილ გორდულაძე: 10მლნ უკრაინელია გასული უკრაინიდან და ამის საპირწონე არის გარკვეული თანხები, ჩვენ თურმე, ამ თანხებზე წვდომა არ გვექნება, რომ გვქონოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა?! მაშინ პირდაპირ ომის ქარცეცხლში თავით უნდა გადავშვებულიყავით
„10მლნ უკრაინელია გასული უკრაინიდან და ამის საპირწონე არის გარკვეული თანხები. ჩვენ თურმე, ამ თანხებზე წვდომა არ გვექნება. რომ გვქონოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა?! მაშინ პირდაპირ ომის ქარცეცხლში თავით უნდა გადავშვებულიყავით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას.
მან ნიკა გვარამია, ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი, ნინო ლომჯარია და სხვები თანამედროვე „შულავერის კომიტეტს“ შეადარა.
„რისთვის იღებს უკრაინა, ან ჰიპოთეტურად, რისთვის შეიძლება, მიიღოს ტრილიონები - ან მიიღებს, ან არა, ეს კიდევ ცალკე საკითხია და მოდით, არ შევიდეთ ამ მსჯელობაში, მაგრამ რის საპირწონედ? - განადგურებული ქვეყნის, განადგურებული ეკონომიკის, რომელიც უკან არის დახეული, დაახლოებით 30-დან 40 წლამდე, რაც მთავარია გარდაცვლილი ადამიანებით, არასრულწლოვნებით, ხანდაზმული ხალხით, 10მლნ უკრაინელი გასულია უკრაინიდან და ამის საპირწონე არის გარკვეული თანხები და ჩვენ თურმე, ამ თანხებზე წვდომა არ გვექნება. რომ გვქონოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა?! მაშინ პირდაპირ ომის ქარცეცხლში თავით უნდა გადავშვებულიყავით, ჩვენთანაც ქალაქები მიწასთან უნდა ყოფილიყო გასწორებული, დაგვეკარგა ჩვენი მოსახლეობა, დაახლოებით, 10-15% საქართველოდან უნდა გასულიყო, ადამიანები უნდა გარდაცვლილიყვნენ და შემდეგ, როგორც 2008 წელს, 4 მლრდ მოგვცეს სესხად, კომპენსაციის სახით იმ მოვლენებისა და უდიდესი ტრაგედიისა, რაც მოხდა აგვისტოში, რომელიც იყო სესხი და დიდი ხნის განმავლობაში ვიხდიდით, ამ ყველაფრის გამართლებას ცდილობს ბატონი ნიკა გვარამია.
ამას რა შეიძლება, ვუწოდოთ, არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ძალიან მდიდარი ენაა, ამას შეიძლება, სახელიც კი ვერ დავარქვათ. როგორ შეიძლება, რომ ადამიანი ამ ყველაფერზე იყოს წამსვლელი - ეროვნებით ქართველი, საქართველოს მოქალაქე. ასეთი წარსულში გვახსოვს ყორღანაშვილები, საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ ასეთები, რომლებიც წერილებს სწერდნენ - ორჯონიკიძის სახით, რომ საქართველოს თავზე წითელი დროშა ფრიალებს; შულავერის კომიტეტი გვახსოვს და აი, თანამედროვე შულავერის კომიტეტი გვაქვს ნიკა გვარამიას, ბოკერიას, სააკაშვილის, ლომჯარიას და სხვა ასეთი პიროვნებების სახით“, - განაცხადა გორდულაძემ.
1784212073
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთოს რეზოლუციები რომ წავიკითხოთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საშინელებათა ფილმში ვცხოვრობთ, შემდეგ უბრალოდ ფანჯარაში გავიხედავთ და ვხედავთ, რომ ისევ ის საქართველოა და არა რაღაც სიურრეალისტური სამყარო
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ძალები, რომლებსაც განსაკუთრებული გავლენა აქვთ ახლა უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ევროპარლამენტზე, მათ შორის დიდ ბრიტანეთზე კიდევ უფრო ძირძველია მათი გავლენები, ა...
1784211672
ახალი ამბებიცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ინფორმაცია, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი საერთაშორისო წესების დარღვევით მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება
ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თენგიზ ჩალიგავა იმ ბრალდებებზე საუბრობს, რომ თითქოს სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანა ხდება. მისი თქმით ნებისმიერი ინფორმაცია, თითქ...
1784209880
მსოფლიოვაშინგტონში მინისტერიალი დაიწყო, რომელშიც მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობას მაკა ბოჭორიშვილი იღებს
ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალი დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი...
1784209815
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან, გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა
დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ საქართვე...
1784208778
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს, სინამდვილეში, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან, გარედან იღებენ დავალებებს და მოქმედებენ ამ დავალებით
„არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს. არიან ჯგუფები, რომლებიც იმართებიან გარედან, რა დავალებასაც მისცემენ, იმ დავალებით მოქმედებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპ...































