ივანე აბაშიძე: საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი
„2026 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე ივანე აბაშიძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს შედეგი საჯარო და კერძო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობისა და საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდის ხარჯზე იქნა მიღწეული.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები და საზღვაო „ერთი ფანჯრის“ სისტემის გამართული მუშაობა, რის ხარჯზეც გემების გაფორმების ბიუროკრატიული პროცედურები 24 საათიდან მინიმუმამდე - ერთ საათამდე შემცირდა. აღნიშნული შედეგი მოწმობს, რომ საქართველოს ნავსადგურებში გემების მოცდენის მაჩვენებელი ყოველდღიურად იკლებს და რაც მთავარია, იზრდება გემების საერთო ტონაჟი და მოცულობა, რაც ავტომატურად აისახება ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელზეც“, - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 6 თვეში საქართველოს პორტებში მიღებული გემების ჯამური ტვირთამწეობა (გროს ტონაჟი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 10.7 მილიონ GT-ს მიაღწია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე პერიოდში ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ტონებში 4.4%-ით გაიზარდა.
1784212073
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთოს რეზოლუციები რომ წავიკითხოთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საშინელებათა ფილმში ვცხოვრობთ, შემდეგ უბრალოდ ფანჯარაში გავიხედავთ და ვხედავთ, რომ ისევ ის საქართველოა და არა რაღაც სიურრეალისტური სამყარო
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ძალები, რომლებსაც განსაკუთრებული გავლენა აქვთ ახლა უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ევროპარლამენტზე, მათ შორის დიდ ბრიტანეთზე კიდევ უფრო ძირძველია მათი გავლენები, ა...
1784211672
ახალი ამბებიცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ინფორმაცია, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი საერთაშორისო წესების დარღვევით მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება
ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თენგიზ ჩალიგავა იმ ბრალდებებზე საუბრობს, რომ თითქოს სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანა ხდება. მისი თქმით ნებისმიერი ინფორმაცია, თითქ...
1784209880
მსოფლიოვაშინგტონში მინისტერიალი დაიწყო, რომელშიც მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობას მაკა ბოჭორიშვილი იღებს
ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალი დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი...
1784209815
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან, გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა
დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ საქართვე...
1784208778
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს, სინამდვილეში, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან, გარედან იღებენ დავალებებს და მოქმედებენ ამ დავალებით
„არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს. არიან ჯგუფები, რომლებიც იმართებიან გარედან, რა დავალებასაც მისცემენ, იმ დავალებით მოქმედებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპ...































