ლაშა ხუციშვილი: საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით
„საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ისაუბრა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების პოტენციალზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კერძო სექტორის განვითარებას.
ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წელიწადში, წლიურად, საშუალოდ 9.3%-ს აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, 7.8%-ს შეადგენს.
მისი თქმით, საქართველოს ფისკალური პარამეტრები ჯანსაღ დონეზე ნარჩუნდება. 2025 წლის ბოლოსთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ, 2.6%-მდე, ხოლო ფისკალური დეფიციტი 1.4%-მდე შემცირდა. აღნიშნული, თავის მხრივ, განაპირობებს ვალის დაბალ და უსაფრთხო დონეზე შენარჩუნებას.
„წარმატებულმა ფისკალურმა და ეკონომიკურმა პოლიტიკამ საშუალება მოგვცა, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე მშპ-ის 7%-8%-მდე მიგვემართა კაპიტალურ დანახარჯებზე და შეგვექმნა ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ახალი ენერგეტიკული გადამცემი ქსელები, რკინიგზის ინფრასტრუქტურის განახლება და სხვა. ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შუა დერეფნის დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და გამტარუნარიანობის ზრდაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას, ასევე ისაუბრა ენერგეტიკული შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე.
„საქართველო აქტიურად მუშაობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტზე, რომლითაც საქართველოს მეშვეობით სამხრეთ კავკასიის ქსელი დაუკავშირდება ევროპულ ენერგეტიკულ ქსელს, რაც გააჩენს სრულიად ახალ შესაძლებლობებს რეგიონისთვის. თავის მხრივ, ეს იქნება ახალი შესაძლებლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რომ დაკავშირებადობის მსგავსი პროექტების განხორციელებით, სრულიად ახალი, ენერგეტიკული შუა დერეფნის ჩამოყალიბება რეალობად იქცეს“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, საქართველო წარმოადგენს საიმედო და სტაბილურ ეკონომიკას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.
1784212073
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთოს რეზოლუციები რომ წავიკითხოთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საშინელებათა ფილმში ვცხოვრობთ, შემდეგ უბრალოდ ფანჯარაში გავიხედავთ და ვხედავთ, რომ ისევ ის საქართველოა და არა რაღაც სიურრეალისტური სამყარო
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ძალები, რომლებსაც განსაკუთრებული გავლენა აქვთ ახლა უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ევროპარლამენტზე, მათ შორის დიდ ბრიტანეთზე კიდევ უფრო ძირძველია მათი გავლენები, ა...
1784211672
ახალი ამბებიცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ინფორმაცია, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი საერთაშორისო წესების დარღვევით მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება
ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თენგიზ ჩალიგავა იმ ბრალდებებზე საუბრობს, რომ თითქოს სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანა ხდება. მისი თქმით ნებისმიერი ინფორმაცია, თითქ...
1784209880
მსოფლიოვაშინგტონში მინისტერიალი დაიწყო, რომელშიც მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობას მაკა ბოჭორიშვილი იღებს
ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალი დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი...
1784209815
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან, გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა
დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ საქართვე...
1784208778
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს, სინამდვილეში, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან, გარედან იღებენ დავალებებს და მოქმედებენ ამ დავალებით
„არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს. არიან ჯგუფები, რომლებიც იმართებიან გარედან, რა დავალებასაც მისცემენ, იმ დავალებით მოქმედებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპ...































