გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა სახიფათო და დასჯადია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას, თუმცა სამართალდამრღვევს შესაძლოა, გაცილებით დიდი ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისროს.

მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა გავრცელებული მავნე პრაქტიკაა. მიუხედევად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას რეგულარულად აფრთხილებს არ განახორცილონ მსგავსი ქმედება, სამართალდარღვევები მაინც ფიქსირდება.

დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას. გარდა ამისა, მცენარეული ნარჩენების დაწვა ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას და იწვევს გაუდაბნოებას.

შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას; თუმცა, სამართალდარღვევის გარემოებებიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, სამართალდამრღვევს გაცილებით დიდი ოდენობის ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდაც შეიძლება მოუწიოს.

საზაფხულო სამუშაოების პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ მიმართულებით მკაცრ, უწყვეტ კონტროლს განახორციელებს განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და ტერიტორიებზე, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784189017

საზოგადოება

გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა

გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც ნოტერდამის უნივერსიტეტში იწარმოება, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ...

გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობ

1784187253

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა, „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს და საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს

ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს, - განაცხადა საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე

1784186936

მსოფლიო

The Telegraph: ტრანსგენდერი ნეონაცისტი გერმანიის ქალთა ციხეში გადაიყვანეს - გერმანიის ციხის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისი ქალთა საპატიმროში განაწილების გადაწყვეტილება ეყრდნობოდა ოფიციალურად რეგისტრირებულ გენდერს და არა ბიოლოგიურ სქესს

ნეონაცისტი, რომელიც აცხადებს, რომ ტრანსგენდერია, გერმანიაში ქალთა ციხეში გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ეჭვმიტანილია გენდერული თვითიდენტიფიკაციის კანონმდებლობის დაცინვაში, - ამის შესახებ ინფორ...

 ტრანსგენდერი ნეონაცისტი

1784186299

მსოფლიო

ზელენსკიმ უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარადგინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარუდგინა. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ავრცელებს. რუსლან სტეფანჩუკის ინფორმაციით...

ზელენსკი

1784185137

საზოგადოება

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ახალი დრონებით აღიჭურვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, თბილისსა და რეგიონებში, ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვა. სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურ...

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი