თენგიზ შარმანაშვილი „ფორმულას“ ეთერში დონალდ ტრამპის კრიტიკაზე: მათთვის ტრამპიც საძულველია, ჩვენც საძულველი ვართ და ყველა ადამიანი საძულველია, ვინც მათ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს არ მიჰყვება

 ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ გადაცემას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ისაუბრეს, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული არხების მიერ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის გაკრიტიკება ულტრალიბერალური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება, რადგან მათთვის ნებისმიერი ადამიანი მიუღებელია, ვინც ამ შეხედულებებს არ იზიარებს.

„ეს არის სექტა, ჩვეულებრივი პოლიტიკური სექტაა და აქაური სექტანტები არიან იმ დიდი სექტის ნაწილი. აქ ისინი ამერიკას, როგორც სახელმწიფოსთან მეგობრობას კი არ აპირებენ, მათ უნდათ იმეგობრონ იმ ამერიკელებთან, რომლებიც არიან ულტრარადიკალები, არიან ულტრამემარცხენეები და არიან ულტრალიბერალები. ასევე აკეთებენ ევროპელები. მარტა კოსმა ხომ განაცხადა, რომ მაგასთან ვისაც ექნება ურთიერთობა, ის მაგალითად ჩვენთან ვერ იმეგობრებს. საქართველოშიც იგივე ხდება. ჩვენთან რატომ არიან დაპირისპირებულები? იმიტომ არიან დაპირისპირებულები, რომ ჩვენ არა ვართ ულტრალიბერალები, ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დამცველები ვართ და ჩვენ ჩვენი წარმოდგენები გვაქვს, ვთქვათ ევროპულ ცივილიზაციაზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის იმ ულტრალიბერალურ შეხედულებებთან, რომელმაც ლამის დაღუპვამდე მიიყვანოს ევროპა. 

მათთვის ტრამპიც საძულველია, ჩვენც საძულველი ვართ და ყველანაირი ადამიანი საძულველია, ვინც მათ დღის წესრიგს, ამ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს არ მიჰყვება. და ამის მაგალითი ვნახეთ გუშინ ჩვენ. ნურავინ ნუ იტყვის, რომ პროამერიკელია ახლა. ეს არხები, რომლებიც ფინანსდებიან და რომლებიც არიან, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ან კრებსითი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ისინი ხარჯავენ ამაში ფულს, აი, ამ პროპაგანდას ეწევიან. მათ საერთოდ არ აინტერესებთ არც ამერიკა, არც მათი შეხედულება, ნებისმიერი ადამიანი მტერია, ამერიკის პრეზიდენტი იქნება თუ ვინც გინდა იყოს, თუ ქართველი ადამიანი, რომელსაც აქვს არა ულტრალიბერალური შეხედულებები და ვინაიდან იქიდან სარგებელს უკვე აღარ ელიან, ამ ფულად სარგებელს, რა თქმა უნდა, უკვე დასცინიან“, - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789195345

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

12 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...

მზიანი ამინდი

1789193143

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში

„ჩვენს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მ...

ირაკლი ნადარეიშვილი

1789158829

საზოგადოება

GWP 12 სექტემბერს წყლის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფრმაციას  ავრცელებს. "12 სექტემბერს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩა N12-ის მიმდებარედ, წყალმომარა...

წყალი შეწყდება

1789155901

მსოფლიო

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი დროებით გაითიშა მას შემდეგ, რაც რიადისა და მედინის რეგიონებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სტატიის თანახმად,...

აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი

1789154458

საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძე – 2025 წლის ანგარიშში შეფასებულია სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენცია და ასახულია მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვანი შედეგები

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმი...

ირაკლი ლექვინაძე