თენგიზ შარმანაშვილი: პროექტები, რომლებიც უკრაინაში განხორციელდება, იქნება კომერციული პროექტები, რომლებიც შემოსავალს მოუტანს კონკრეტულ ფირმებს, ამაში არაფერია გასაკვირი, უბრალოდ გვარამიას იმაზე წყდება გული, რომ თვითონ არ ექნებათ წილი
მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება და უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე საუბრისას ოპოზიციის ფინანსურ ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, უკრაინაში განსახორციელებელი პროექტები კომერციული ხასიათის იქნება და არა საქველმოქმედო, „რადიკალური ოპოზიციის“ გულისწყრომა კი სწორედ ამ პროცესებიდან პირადი წილისა და სარგებლის მიღების შეუძლებლობით არის გამოწვეული.
„რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად იტყუება. ეს პროექტები, რომლებიც უკრაინაში განხორციელდება, არ იქნება საქველმოქმედო - ეს იქნება კომერციული პროექტები, რომლებიც შემოსავალს მოუტანს იმ კონკრეტულ ფირმებს, რომლებიც ამაში ფულს ჩადებენ. არაფერი ამაში გასაკვირი არ არის. აქ, უბრალოდ, გვარამიას იმაში წყდება გული, რომ თვითონ არ ექნებათ ამ ადამიანებს რაღაცა წილი, რომ ამაში მონაწილეობა მიიღონ და თვითონ ნახონ რაღაც მოგება. თორემ არავის ეგონოს, რომ ეს მილიარდები იქნება თუ ტრილიონი - ეს გამორიცხულია, მაგრამ თუნდაც ტრილიონი იყოს, - რაიმე საქველმოქმედო ნაბიჯი იქნება უკრაინელი ხალხის მიმართ. არავინ არავის არ ეხმარება ქველმოქმედებისთვის - ყველა თავისთვის ზრუნავს და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება რა არის, იცით? ყველას მოგვახედა და გვითხრა, რომ პირველ რიგში, ჩვენს თავს უნდა მოვუაროთ ჩვენ, არავინ ჩვენი პატრონი არ არის იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ჩვენ ვართ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის აღნიშნული შეფასებები ოპოზიციის, კერძოდ კი ნიკა გვარამიას განცხადებებს მოჰყვა. გვარამიას მტკიცებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა აღდგენისთვის ტრილიონობით ფინანსურ დახმარებას მიიღებს, საქართველო კი რესურსის გარეშე დარჩება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციისთვის მთავარია არა ქვეყნის მშვიდობა, არამედ დესტაბილიზაციის ფონზე პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილება.
1784292857
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია, სადაც უახლეს ციფრულ მიღწევებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია. ღ...
1784292533
ახალი ამბებიუკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათი და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა - დაკავებულია 1 პირი
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმ...
1784291763
საზოგადოებაპენიტენციური სამსახური: მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია, გამოირიცხა ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი, მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია....
1784290090
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში“ მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონი...
1784290028
ახალი ამბებიისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების მმართველობითი საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველო, თბილისი, 2029 წელს მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართ...




























