დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს – „მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს მოლოცვისთვის, დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერს.

როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ის გულწრფელად აფასებს საქართველოს პრემიერის ყურადღებიან გზავნილს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს მოლოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს.

ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას. აღვნიშნავთ, რა დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს, მადლობელი ვარ, რომ გვიერთდებით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის ამერიკული პრინციპების ზეიმში.

გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს. სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ”, - აღნიშნულია წერილში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784294093

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: პროექტები, რომლებიც უკრაინაში განხორციელდება, იქნება კომერციული პროექტები, რომლებიც შემოსავალს მოუტანს კონკრეტულ ფირმებს, ამაში არაფერია გასაკვირი, უბრალოდ გვარამიას იმაზე წყდება გული, რომ თვითონ არ ექნებათ წილი

მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება და უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე საუბრისას ოპოზიციის ფინანსურ ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი...

თენგიზ შარმანაშვილი

1784293767

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6327 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6333 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1784292857

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია, სადაც უახლეს ციფრულ მიღწევებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია. ღ...

მარიამ ქვრივიშვილი

1784292533

ახალი ამბები

უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათი და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა - დაკავებულია 1 პირი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.   „ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმ...

პროკურატურა

1784291763

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური: მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია, გამოირიცხა ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი, მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია....

პენიტენციური სამსახური