ზურაბ ქადაგიძე: ნიკა გვარამია არის იმ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტრაგედიის მონეტიზაცია განახორციელა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიას განცხადებაზე, „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“.
დეპუტატი გვარამიას ნათქვამს მონის რეცეპტს უწოდებს და მის საქციელს საქართველოს ტრაგედიის მონეტიზაციას უწოდებს.
„ნიკა გვარამიას ეს ნათქვამი შეგვიძლია შევაფასოთ როგორც მონის რეცეპტი. ის არ ახსენებს უკრაინის ტრაგედიას და გენოციდს. სიდიდით და ბუნებრივი რესურსებით ევროპაში პირველი ქვეყანა დღეს დოტაციაზეა და გვარამია ამბობს, რომ ოდესღაც დასრულდება ომი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ფულთან, რომელსაც მიიღებს უკრაინა. მის ნათქვამზე მიჩნდება 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგედიის ასოციაცია. ყველას გვახსოვს 4 მილიარდის თემა. დამარცხება გამარჯვებად შემოგვასაღეს და საუბრობდნენ, რომ თურმე რუსეთს ნიღაბი ჩამოიხსნეს და ეს 4 მილიარდი იყო შვება. ნიკა გვარამია არის იმ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, რომელმაც საქართველოს ტრაგედიის მონეტიზაცია განახორციელა. დიახ, ჩვენც რომ დაგვეწყო ომი და განადგურებულიყო ქვეყანა, ისეთი ადამიანები, როგორიც გვარამიაა, რომელსაც საკუთარი ოჯახი გახიზნული ჰყავს საზღვარგარეთ, ჩამოვიდოდა, დაწერდა კარგ პროექტს, მიიღებდა გრანტს და გვეტყოდა რა მაგარია გლობალურ პოლიტკონიუნქტურას რომ აჰყვა საქართველო, რუსეთის სახე დაანახა მსოფლიოს და ახლა კი აღვადგენთ საქართველოს. ნებისმიერი ინფრასტრუქტურა და ა.შ. წყალსაც წაუღია თუ იმ ქვეყნის მოსახლეობა აღარ იქნება. საქართველო არ არის შენობა, გზა და ხიდი. საქართველო არის ქართველი ხალხის სამშობლო. ნიკა გვარამია ხელისუფლებას ამუნათებს იმის გამო, რომ ქვეყანა არ ჩაერთო ამ საშინელ გეოპოლიტიკურ კატასტროფაში; არ დადგა მხარედ, რომელსაც პოტენციურად ექნებოდა საშუალება, ომის და ქვეყნის განადგურების შემდეგ ეწარმოებინა ხარჯთაღრიცხვა,
შეეფასებინა, თუ რა დაჯდა ერთი სიცოცხლე, ხიდი და ა.შ. სტალინმა მეტი კი არაფერი თქვა - „ერთი ადამიანის სიცოცხლე ტრაგედიაა, ათასების - სტატისტიკა“. ამასვე ამბობს გვარამია. ამ სტატისტიკით უნდა მიგვეღო თურმე, ჩვენც დაფინანსება“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
1784292857
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია, სადაც უახლეს ციფრულ მიღწევებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია. ღ...
1784292533
ახალი ამბებიუკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათი და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა - დაკავებულია 1 პირი
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმ...
1784291763
საზოგადოებაპენიტენციური სამსახური: მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია, გამოირიცხა ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი, მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია....
1784290090
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში“ მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონი...
1784290028
ახალი ამბებიისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების მმართველობითი საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველო, თბილისი, 2029 წელს მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართ...




























