თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, „დიფ სთეითი“ როგორ გადაუნაწილებს მერე როლებს თავის აგენტურას, ეს მეორე მხარეა

„საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. „დიფ სთეითი“ როგორ გადაუნაწილებს მერე როლებს თავის აგენტურას, ეს მეორე მხარეა“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „დიფ სთეითმა“ შესაძლოა, გარკვეულ პარტიებს მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ხოლო მეორე ნაწილი მომავალი არეულობებისთვის შემოინახოს.
„რომ გვაბრალებენ მონოპოლიის ქონას, ჩვენი მიზეზით ხომ არ არის ეს? ჩვენ რამე ისეთი გავაკეთეთ, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ და ამის გამო ვერ მოხვდნენ პარლამენტში? თუ მერე, როდესაც ამდენი მანდატი მიიღეს და არ გამოცხადდნენ და არ გააგრძელეს საქმიანობა პარლამენტში, ამაში დავუშალეთ რამე? თვითონ არ წავიდნენ და არ დაწერეს განცხადებები? თვითონ არ ჩახსნეს საარჩევნო სიები? რამე ნაბიჯი ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა? რა თქმა უნდა, არა.
როდესაც ასე იქცევი, არჩევნებს პატივს არ სცემ, გადიხარ კონსტიტუციური ველიდან და არ იღებ არჩევნებში მონაწილეობას და გინდა, საქართველოში ყველაფერი რევოლუციური და ანტი კონსტიტუციური გზით მოაგვარო, მერე მობრუნდე და ვინმემ დამადანაშაულოს, რომ ეს ჩემი ბრალია, რომ თითქოს რაღაც მრავალფეროვნება საარჩევნო რეალობაში არ არის უსამართლობა.
ჩვენ შევეჩვიეთ ამას და მივიღებთ იმას, რა სურათიც იქნება. საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. „დიფ სთეითი“ როგორ გადაუნაწილებს მერე როლებს თავის აგენტურას, ეს მეორე მხარეა. შეიძლება რაღაც პარტიებს უთხრას - თქვენ მიიღეთ მონაწილეობა. მეორე ნაწილს უთხრას - თქვენ არ მიიღოთ და დაიტოვოს პლაცდარმი მომავალი არეულობისთვის. ეს მათი გეგმებია, რომელიც ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
1748592867
ახალი ამბებისალიმ დანანი - ბოლო 30 წელზე მეტია, საქართველო საერთაშორისო ფინანსურ ჰაბად გარდაიქმნა, ვხედავთ სტაბილურობას, რომელიც არა მხოლოდ გრძელდება, არამედ არის ქვეყნის მიმართულება და სტრატეგია
ჩვენი აქ ჩამოსვლა უკავშირდება იმ სტაბილურობას, რომელსაც საქართველოში ვხედავთ, სტაბილურობა არა მხოლოდ გრძელდება, არამედ ეს არის ქვეყნის ძირითადი მიმართულება და სტრატეგია, – ამის შესახებ „პეივ ბანკ ჯორ...
1748592056
საქართველონათია თურნავა: საფინანსო სისტემებს და რეგულატორებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება პირდაპირ პასუხობს თანამედროვეობის ისეთ გამოწვევას როგორიცაა გლობალური ფრაგმენტაცია და რეგიონალიზაცია
დღეს, ამ ფორუმის ფარგლებში, შევიკრიბეთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ლარის იუბილე, არამედ, იმისთვისაც, რომ ერთად განვიხილოთ გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევები და შესაძლებლობები. დღეს აქ წარ...
1748591271
საზოგადოებანათია თურნავა: ბოლო წლების მოვლენებმა რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც ნათლად დაგვანახვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკა
„დღევანდელი კონფერენცია იმართება გლობალური ეკონომიკური გამოწვევების, მზარდი ეკონომიკური რისკებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ბოლო წლების მოვლენებმა – პანდემიამ, შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, სა...
1748590413
საქართველოსაქსტატი: აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5% შეადგინა, 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 8.8%-ით განისაზღვრა
წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით...
1748589554
საზოგადოებათორნიკე გერლიანი ირაკლი ოქრუაშვილზე: ნათესავს უთხრა, თუ აგრესია წამოვა თქვენგანო, აიღო დანა და ანახვა, ამით გამოგჭრითო ყელსო, შენით დავიწყებო და ქალს, ბავშვს, მოხუცს, არავის არ დავინდობო, დაგაყენებთ და თავებს დაგაყრევინებთო
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი განიხილება, კოდორის ხეობის მცხოვრებმა თორნიკე გერ...