The New York Times: ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ-ს ქართველი მხატვარი, რომლის უნარმა მამამისის სიცოცხლე გადაარჩინა

ცნობილი გამოცემა The New York Times ქართველი შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ-ს ქართველი მხატვარი, რომლის უნარმა მამამისის სიცოცხლე გადაარჩინა“.

The New York Times-მა სტატია ჩემპიონთან ლიგის ფინალურ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე სპეციალურად გამოაქვეყნა. 31 მაისს კვარაცხელიას პსჟ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კვარაცხელია ზაფხულს წალენჯიხაში, მშობლიურ ქალაქში ატარებდა, რომელიც კავკასიის მთებითაა გარშემორტყმული. წალენჯიხაში მხოლოდ 25 000 მაცხოვრებელია. თუმცა, როგორც The New York Times-ი აღნიშნავს, ამ რაიონიდან ბევრი სახელოვანი ქართველია - ტერენტი გრანელი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტი იყო. მელიტონ ქანთარიამ კი 1945 წელს რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა აღმართა.

სტატიის ავტორები იხსენებენ ხვიჩას მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ეპიზოდს. კერძოდ, ბადრი კვარაცხელია რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანში თამაშობდა და მის ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩიც კი ჩაატარა. აზერბაიჯანში მწვრთნელობისას, როდესაც კვარაცხელია პროფესიულ ფეხბურთში სამწვრთნელო როლში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ბადრის ექიმებმა უთხრეს, რომ სასწრაფოდ გულის ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა.

18 წლის ასაკში ხვიჩას არ სურდა საქართველოდან წასვლა. თუმცა, მან სწრაფად გააცნობიერა, რომ ეს აუცილებელი იყო და „რუსთავიდან“ იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა. მისი პირველი ხელფასი საკმარისი იყო ოპერაციის დასაფარად და მამის სიცოცხლის გადასარჩენად.

„მას ამ ფულზე კითხვაც არ გასჩენია და მთელი თავისი პირველი ხელფასი მოგვცა“, - ამბობს ბადრი კვარაცხელია ინტერვიუს დროს.

ბადრი „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრება. დიდი ემოციების და გულის გამო, ის ვიპ-ლოჟაში ოჯახის წევრებთან ერთად უნდა დარჩეს. ასე იყო კვარაცხელიას ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში - იანვარში პსჟ-ში კონტრაქტის გაფორმების შემდეგ და მეოთხედფინალში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ გატანილი გოლის დროს“, - წერს The New York Times-ი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748592056

საქართველო

ნათია თურნავა: საფინანსო სისტემებს და რეგულატორებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება პირდაპირ პასუხობს თანამედროვეობის ისეთ გამოწვევას როგორიცაა გლობალური ფრაგმენტაცია და რეგიონალიზაცია

დღეს, ამ ფორუმის ფარგლებში, შევიკრიბეთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ლარის იუბილე, არამედ, იმისთვისაც, რომ ერთად განვიხილოთ გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევები და შესაძლებლობები. დღეს აქ წარ...

ნათია თურნავ

1748591271

საზოგადოება

ნათია თურნავა: ბოლო წლების მოვლენებმა რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც ნათლად დაგვანახვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკა

„დღევანდელი კონფერენცია იმართება გლობალური ეკონომიკური გამოწვევების, მზარდი ეკონომიკური რისკებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ბოლო წლების მოვლენებმა – პანდემიამ, შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, სა...

ნათია თურნავა

1748590413

საქართველო

საქსტატი: აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5% შეადგინა, 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 8.8%-ით განისაზღვრა

წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით...

ხელფასი

1748589554

საზოგადოება

თორნიკე გერლიანი ირაკლი ოქრუაშვილზე: ნათესავს უთხრა, თუ აგრესია წამოვა თქვენგანო, აიღო დანა და ანახვა, ამით გამოგჭრითო ყელსო, შენით დავიწყებო და ქალს, ბავშვს, მოხუცს, არავის არ დავინდობო, დაგაყენებთ და თავებს დაგაყრევინებთო

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი განიხილება, კოდორის ხეობის მცხოვრებმა თორნიკე გერ...

ირაკლი ოქრუაშვილზ

1748588926

საზოგადოება

თორნიკე გერლიანი: 10 აგვისტოს გამოვიდა ჯარი და 11 აგვისტოს გამოვედით ჩვენ, მანამდე გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და არანაირი პირობა, რომ ევაკუაცია გამოცხადდეს, არ არსებობსო

კოდორის ხეობის მკვიდრმა თორნიკე გერლიანმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქარ...

თორნიკე გერლიან