თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან.
მანვე აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდგომ განვითარებული მოვლენები წარმოადგენს განგრძობად პროცესს, რომლის ინტენსივობაც დროთა განმავლობაში სულ უფრო იზრდება, და გამოთქვა ვარაუდი, რომ სწორედ ეს მოვლენათა ჯაჭვი ქმნის გარდაუვალ საფრთხეს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ანტიკონსტიტუციური მისწრაფებები სამომავლოდაც განხორციელდება.
„როცა ვსაუბრობთ 2012 წლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, რეალურად ინტენსივობა სულ უფრო მეტად არის მზარდი. დღეს ჩვენ ვსაუბრობდით ამის შესახებ, რომ, ჯერ ერთი, ეს არის განგრძობადი მოვლენათა ჯაჭვი და განგრძობადი პროცესი, რომელიც სარჩელში დეტალურად არის ასახული. ბუნებრივია ის, რომ არაკონსტიტუციური ქმედებების, სხვადასხვა ტიპის ქმედებების ინტენსივობა სულ უფრო მეტად მზარდია. მათ შორის, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ შეიძლება იურიდიულად კონკრეტული პოლიტიკური პარტია ამა თუ იმ პერიოდში უბრალოდ დაფუძნებული არ იყო, მაგრამ შემდგომ უკვე, მათი დაფუძნების შემდეგ, ისინი წარმოადგენენ რას - ერთიან ორგანიზმს, დღესაც მეტი ინტენსივობით აგრძელებენ ანტიკონსტიტუციური სხვადასხვა აქტის განხორციელებას, რაც თავისთავად არის გარდაუვალი საფრთხის მატარებელი იმისთვის, რაც არის კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით, მათ შორის, დაცული. ფაქტობრივად, არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან იმასთან მიმართებით, რომ მოეწყოთ შესაბამისი საბოტაჟი, გადაედგათ შესაბამისი ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები. და კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ თავდაპირველ ეტაპზე, მაგალითად, როცა არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებაზეა ლაპარაკი, ეს იყო შედარებით ნაკლები ინტენსივობის მატარებელი, რაც დრო გადის და ტარდება სხვადასხვა ტიპის საყოველთაო არჩევნები, დაპირისპირება, მათ შორის, დემოკრატიულ, მნიშვნელოვან პროცესთან და მექანიზმთან სულ უფრო მეტად მწვავე ხასიათს იღებს. თუნდაც 2025 წლის 4 ოქტომბრის შესაბამისი მოქმედება და ეპიზოდი ამის ძალიან კარგი დადასტურება და ილუსტრაცია არის. ისევე როგორც გასულ, 2024 წლის შემოდგომაზე განვითარებული მოვლენები; 2020 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაზე მიტანილი იერიში, ძალადობრივი შტურმი და ა. შ. რა თქმა უნდა, ეს ჯაჭვი მოვლენებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მთელი გასული პერიოდის განმავლობაში, ქმნის აბსოლუტურად დადასტურებულ და გარდაუვალ საფრთხეს იმისა, რომ შესაბამისი ანტიკონსტიტუციური მისწრაფებები და მიზნები სამომავლოდაც იქნება კვლავაც მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებული“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
1794402657
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: 1633 რეზოლუციაზე მხარდაჭერით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება
„ოკუპანტმა ქვეყანამ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა 1633 რეზოლუცია, რომელსაც რუსეთის ფედერაციამ მხარი არ დაუჭირა სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, მათ შორის, ამ რეზოლუციის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქ...
1794402487
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5933 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5936 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1794401185
ახალი ამბებიპროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან...
1794400465
ახალი ამბებისოზარ სუბარი: დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ
ვეტერანების დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობების გზებზე პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ისაუბრა. მან შესაბამისი წინადადე...
1794399936
ახალი ამბებიბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - იგი ადგილზე გარდაიცვალა
ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, იგი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, შემთხვევის ადგილზე მას პირველადი სა...





























