თორნიკე ჭეიშვილი: თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნეს გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი

„თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, მათ შორის, გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნეს გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი ხალხისაგან, ზოგადად, ეს იქნება პარლამენტის უსაფუძვლოდ არალეგიტიმურად გამოცხადება, არჩევნების იდეის დისკრედიტაცია თუ ა.შ.“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა.

მან უპასუხა პარტია „ახალის“ წარმომადგენლის, თენგო თევზაძის შეკითხვას, რომელიც დაინტერესდა სხვა ქვეყნების მაგალითით, მომხდარა თუ არა პარტიის აკრძალვა არჩევნების შედეგების ან ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარების გამო.

როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, მოსარჩელე მხარემ დესტრუქციული უარის ინსტიტუტის, როგორც თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტის შესახებ, უკვე ისაუბრა, თუმცა, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია გადააზღვევს ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა ხალხისგან მინიჭებული მანდატის ბოროტად გამოყენება, არჩევნების დისკრედიტაცია და ა.შ.

„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ გვქონდა საუბარი, მათ შორის, მანდატზე, დესტრუქციული უარის ინსტიტუტის შესახებ, რომელიც ასევე თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტი და ვფიქრობ, ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ეს არ არის აბსოლუტური პრივილეგია პარლამენტის წევრისთვის, მით უმეტეს, როდესაც ამას აქვს ორგანიზებული ხასიათი - ანუ, ერთობლივად ხდება როგორც მანდატებზე უარის თქმა, ისე შესაბამისი საარჩევნო სიების ჩახსნა უფლებამონაცვლეობის გამოსარიცხად და ა.შ. ეს განმარტებები ჩვენ სასამართლოსთვის მიცემული გვაქვს, სწორედაც რომ შუაშია და ამიტომ, კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ამ თემას და განვმარტავთ, რომ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, მათ შორის, გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნეს გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი ხალხისაგან, ზოგადად, ეს იქნება პარლამენტის უსაფუძვლოდ არალეგიტიმურად გამოცხადება, არჩევნების იდეის დისკრედიტაცია თუ ა.შ. - საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ სწორედ დემოკრატიის პრინციპთან და შესაბამისად, კონსტიტუციურ წყობილებასთან მოდის აშკარა კონფლიქტში ის განცხადებები, ქმედებები და რაც მთავარია მიზნები, რაც დაფიქსირდა“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795522291

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ ეტაპზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპ...

აბრაამი  აბრაამი

1795521608

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ ალიევთან საქართველოსა და აზერბა...

მაკა ბოჭორიშვილ

1795517138

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ფაშისტური მიდგომაა, როდესაც უშლიან ადამიანებს მოინანიონ დანაშაული და დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება - კოლექტიურ ნაცებს ეს ადამიანები ციხეში სჭირდებათ, რომ მეტი საინფორმაციო ხმაური იყოს

ეს არის ფაშისტური მიდგომა, როდესაც უშლიან ადამიანებს მოინანიონ დანაშაული და დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიან...

ლევან მაჭავარიანი

1795516445

ახალი ამბები

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბი იყო - დაღუპულია ერთი ადამიანი

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბის დროს 1 პირი დაიღუპა. არსებული ცნობით, კონფლიქტის დროს 65 წლამდე კაცი წაიქცა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიიღო. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ფიზიკუ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1795515373

საზოგადოება

გორდულაძე: დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება არის დაბრუნებული დაზარალებული პირებისათვის - 176 მიწის ნაკვეთი, 8 საცხოვრებელი სახლი, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, 88 ავტომანქანა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის კითხვის საპასუხოდ, არსებობს თუ არა კონკრეტული სია და სასამართლოში წარმოდგენილია თუ არა კონკრ...

არჩილ გორდულაძე