თორნიკე ჭეიშვილი თენგო თევზაძეს: მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება

„როდესაც ვსაუბრობთ დესტრუქციული მანდატის შესახებ და დესტრუქციულ უარზე მანდატთან დაკავშირებით, აქ არის პირველ ყოვლისა, შინაარსობრივი კომპონენტი მნიშვნელოვანი. აქ არის მნიშვნელოვანი, რა მიზნით ხდება და რა გარემოებით არის ნაკარნახები, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გააჩნია, რა ვითარებაა, ორგანიზებულად და ერთობლივად მიმართავენ ამ ზომას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა.

ჭეიშვილის თქმით, საუბარია არა იმაზე, პროცედურა იქნა დაცული თუ პირიქით, არამედ, თუ რა იყო ამ ინსტრუმენტის გამოყენების მიზანი, როდესაც საზოგადოებისგან მიღებული დემოკრატიული მანდატის ფონზე, ორგანიზებულად და ერთობლივად მოხდა, არა მხოლოდ შესაბამისი სიიდან პარლამენტში გასულების, არამედ მთელი სიების ჩახსნა.

„იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ პროცედურა იქნა დაცული თუ პირიქით, აქ იმაზეა ლაპარაკი, მიზანი რა იყო იმისა, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი იქნა გამოყენებული თქვენი მხრიდან. მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით.

დემოკრატიული მანდატი, რომელიც თქვენ საზოგადოებისგან მიიღეთ, ფაქტობრივად, ასეთი ორგანიზებული ფორმით, ერთობლივად, არამარტო იმის, ვინც გასული იყო შესაბამისი სიიდან პარლამენტში, არამედ მთელი სიების ჩახსნა მოხდა. ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტის ლეგიტიმურობის არაღიარება, ზოგადად, კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795521608

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ ალიევთან საქართველოსა და აზერბა...

მაკა ბოჭორიშვილ

1795517138

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ფაშისტური მიდგომაა, როდესაც უშლიან ადამიანებს მოინანიონ დანაშაული და დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება - კოლექტიურ ნაცებს ეს ადამიანები ციხეში სჭირდებათ, რომ მეტი საინფორმაციო ხმაური იყოს

ეს არის ფაშისტური მიდგომა, როდესაც უშლიან ადამიანებს მოინანიონ დანაშაული და დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიან...

ლევან მაჭავარიანი

1795516445

ახალი ამბები

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბი იყო - დაღუპულია ერთი ადამიანი

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბის დროს 1 პირი დაიღუპა. არსებული ცნობით, კონფლიქტის დროს 65 წლამდე კაცი წაიქცა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიიღო. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ფიზიკუ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1795515373

საზოგადოება

გორდულაძე: დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება არის დაბრუნებული დაზარალებული პირებისათვის - 176 მიწის ნაკვეთი, 8 საცხოვრებელი სახლი, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, 88 ავტომანქანა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის კითხვის საპასუხოდ, არსებობს თუ არა კონკრეტული სია და სასამართლოში წარმოდგენილია თუ არა კონკრ...

არჩილ გორდულაძე

1795514689

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა - მოყვანისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, 13 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა - მოყვანისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მ...

პროკურატურა