ლიბანის პრეზიდენტი აშშ-ს მოუწოდებს, ქვეყნის მხარდაჭერა გააგრძელოს

ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი აშშ-ს მოუწოდებს, განაგრძოს ლიბანის მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში ისრაელთან მიღწეულმა, აშშ-ის მხარდაჭერილმა ჩარჩო შეთანხმებამ ორ ქვეყანას შორის მტრული მოქმედებების საბოლოოდ დასრულების საფუძველი შექმნა.

ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ განიარაღებას, სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ძალების ეტაპობრივ გაყვანას და ამ ტერიტორიაზე ლიბანის არმიის განთავსებას. თუმცა, „ჰეზბოლამ“ შეთანხმება უარყო, რადგან მასში ასახული არ არის ისრაელის ჯარების სრულად გაყვანის კონკრეტული ვადა.

აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში აუნმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ვაშინგტონი „ყოველთვის დაუჭერს მხარს ლიბანის სამართლიან ინტერესებს, მის სახელმწიფო ინსტიტუტებს, არმიასა და ხალხს“.

მისი თქმით, ლიბანს სურს „ომების გვერდი გადაშალოს და იმედის, მშვიდობისა და სტაბილურობის ახალი ეტაპი დაიწყოს“.

„დიდი სიამაყით ვდგავართ ლიბანის ხალხის გვერდით, რადგან ისინი მშვიდობის, კეთილდღეობისა და დიდი ხნის ნანატრი მომავლის შენებას ცდილობენ“, - აღნიშნულია ლიბანში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783177080

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უხერხულობები არსებობს, არის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ვერ მოხდა ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკების ჰარმონიზაცია

„ერთი მხრივ, ევრობიუროკრატები პოლიტიკური თვალსაზრისით გვეპაექრებიან და ცდილობენ, რომ დაგვიმორჩილონ. მეორე მხრივ, რაც შეეხება გეოეკონომიკურ პროექტებს, დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენ ამ პროექტებში მონაწ...

თორნიკე ფაღავა

1783176023

ახალი ამბები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე 7 ივლისს, სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს

„ამა წლის 7 ივლისს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს სენაკის წმინდა...

 შიო მესამე

1783174755

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ფაქტობრივად, ჩვენს საზოგადოებას ეუბნებიან, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი ღირებულებები და ერთადერთი მიზანია, რაიმენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია

„ოპოზიციაში, ფაქტობრივად ამბობენ, რომ თუ ფაშინიანია ჩავა თეირანში, ეს არის ძალიან კარგი რეგიონში მშვიდობისათვის და თუ ჩავა საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის ძალიან ცუდი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადა...

რატი იონათამიშვილი:

1783171376

ახალი ამბები

ანაკლიის ირგვლივ ყალიბდება საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი დონე - დავით ქართველიშვილი

ანაკლიის ისტორიის ირგვლივ ალბათ ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ პროექტზე იმდენი ხმამაღალი განცხადება გაკეთდა, რომ პორტი ადეკვატურობის უკვე ერთგვარ ტესტად იქცა: ვინ ცხოვრობს რ...

დავით ქართველიშვილი

1783170480

ახალი ამბები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 5 ივლისს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს...

სამების ტაძარი