თორნიკე ფაღავა: ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უხერხულობები არსებობს, არის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ვერ მოხდა ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკების ჰარმონიზაცია
„ერთი მხრივ, ევრობიუროკრატები პოლიტიკური თვალსაზრისით გვეპაექრებიან და ცდილობენ, რომ დაგვიმორჩილონ. მეორე მხრივ, რაც შეეხება გეოეკონომიკურ პროექტებს, დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენ ამ პროექტებში მონაწილეობას მივიღებთ და აქედან გამომდინარე, ცდილობენ, პოლიტიკურ პროცესებში გვეპაექრონ“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გარკვეული ტიპის უხერხულობები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დაიწყო.
„ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უხერხულობები არსებობს, არის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ვერ მოხდა ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკების ჰარმონიზაცია, ეს არის ძირითადი განმსაზღვრელი, რის გამოც ჩვენ შორის ურთიერთობები გარკვეულწილად გართულდა და ეს ჩვენი მხრიდან გადახედვას არ ექვემდებარება. ჩვენ არ ვაპირებთ არავის ხათრით ჩვენი სახელმწიფო ინტერესების უარყოფას.
ევრობიუროკრატები დარწმუნებულები არიან, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ეროვნულ ინტერესებზე მიდგება საქმე, რა თქმა უნდა, ქართველი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან არაგულწრფელად ექცევიან ქართველ საზოგადოებას, ჩვენ მაინც ვითანამშრომლებთ მათთან დაკავშირებადობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენ პრაგმატულ ნაბიჯებს გადავდგამთ“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.
1783170480
ახალი ამბებისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 5 ივლისს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს...
1783169100
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: ანაკლიის პორტით ნებისმიერი პოტენციური ინვესტორის დაინტერესება ჩვენთვის არის სასარგებლო და პერსპექტიული
„შუა აზიის როლი ევროპასთან დაკავშირებადობის გეოსტრატეგიულ კონტექსტში იზრდება, ისე როგორც საქართველოს - ზე-სტრატეგიული მნიშვნელობის „შუა დერეფნის“ საკვანძო რგოლის“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯა...
1783167920
მსოფლიორომის პაპი აშშ-ს: მიგრანტების მიღება და დაცვა ადამიანური ღირსების პატივისცემაა
რომის პაპმა ლეო XIV აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილში ამერიკელებს მოუწოდა, გულღიად მიიღონ, დაიცვან და დაეხმარონ მიგრანტებს. ლეო XIV-მ, რომელმაც გასულ წელს დონალ...
1783166999
ახალი ამბებიგია აბაშიძე: საქართველოსთვის უზბეკური ტვირთების მოზიდვა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობას არ გულისხმობს. საქმე ეხება იმის უზრუნველყოფას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ტვირთზე მოთხოვნით სარგებლობდეს
უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენელთა ფოთსა და ანაკლიაში ერთგვარი ინპექტირება პრაქტიკული ნაბიჯებია საქართველოს გეოგრაფიის მდგრად ეკონომიკურ უპირატესობად გადაქცევისკენ ტრანზიტის უფრო მაღალი მოცულობით, ცე...
1783164458
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: უზბეკეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტი ცხადყოფს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ საკუთარი თვალით მიმდინარე სამუშაოებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება
„უზბეკეთის ეკონომიკური ჯგუფისა და ტრანსპორტის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტი ცხადყოფს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ საკუთარ...































