ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა ახალციხეში გაიმართა და მას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
გიორგი კალანდარიშვილი ახალგაზრდებს არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში ამომრჩევლის როლზე ესაუბრა, ყურადღება გაამახვილა ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობაზე და საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაციის გავლენაზე. ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ ინსტრუმენტებზე და აქტივობებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია საზოგადოებისთვის არჩევნების შესახებ სწორი ინფორმაციის მისაწოდებლად ახორციელებს.
გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობებზე, მიმოიხილა სხვა ქვეყნების საარჩევნო გამოცდილებაც.
შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს ინფორმაცია იმ საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების შესახებაც მიაწოდა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებისთვის ახორციელებს და მათ მეტი აქტიურობისა და ჩართულობისკენ მოუწოდა.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა განხილული საკითხების მიმართ დიდი ინტერესი გამოავლინეს, დაისვა კითხვები, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარემ ამომწურავი პასუხები გასცა.
„არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, რომლის მიზანია საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდების მეტად დაინტერესება საარჩევნო პროცესში ჩართულობით იმ მთავარი კომპონენტის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს თანაბარი სერვისების მიწოდებას ყველა ამომრჩევლისთვის. სწორედ ამ მიზნით ჩამოვედი ახალციხეში, სადაც შევხვდი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს და ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დგას თანამედროვე არჩევნების წინაშე,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდგომ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიას და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ კოორდინატორს სოსო პარუნაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში მათ მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს.
1779690779
ახალი ამბებიგურიის რეგიონში, 9 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გურიის რეგიონში, სოფელ სურებში, ცხრა კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები პროექტის „ECO Georgia“ ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტ...
1779688132
ახალი ამბებიევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა - ანგარიშის დეტალები
ევროკომისია განახლებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული. ანგარიშის თანახმად, გლობალური ტე...
1779686564
ახალი ამბები2025 წელს საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა - ევროკომისიის ანგარიში
ევროკომისია განახებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული. ანგარიშის თანახმად, გლობალური ტენ...
1779685282
ახალი ამბებირიმა ბერაძე კანდელაკის „კვლევაზე“: ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული მტრობა, მიზანმიმართული პროვოკაცია
„ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული მტრობა, იმიტომ რომ მსგავსი ფაქტი საქართველოში არ არსებობს და ისინი ვერანაირ ასეთ კონკრეტულ ფაქტს ვერ დაასახელებენ“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნებ...
1779684573
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 25 მაისს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
25 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მ...































