ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ისინი არ არიან ფოკუსირებულები

„ამერიკელებთან რაზე უნდა დალაგდე დღეს? ყველა დელეგაციასთან გვქონდა ჩვენ შეხვედრა, შემდეგ კვირასაც ყველანი ვხვდებით ისევ, ვინც ჩამოდის. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს შეხვედრებიც იგივე [შედეგით] დასრულდება, რითაც წინა შეხვედრები დასრულდა. არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე გასაგებია, რომ ისინი არ არიან ფოკუსირებულები“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „კვირის ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, ტრამპთან მიმართებით ზოგიერთს ჰგონია, რომ საქართველოში მას რაიმეს გაკეთება უნდა და ვინმე ხელს უშლის, ის კითხვით მიმართავს წამყვანებს თუ „რა არის დასალაგებელი, ან კიდევ რას ვერ აკეთებენ“ ისინი.

„მაგრამ, მეორე მხრივ, რაზე უნდა გაიგიჟონ თავი და რაზე უნდა დალაგდნენ, ანუ რა არის „ოცნებასთან“ დალაგება?! რა არის ეს დალაგება? ააშენებენ „ტრამპ თაუერს“. რა არის აქ ისეთი რაც შეიძლება ტრამპს უნდოდეს, რომ აქ გააკეთოს და ესენი [ხელისუფლება] ხელს შეუშლიან და ეტყვიან „არ გაგაკეთებინებ“. ტრამპთან მიმართებით ვიღაცას ჰგონია რომ ტრამპს უნდა აქ რამე გააკეთოს და ესენი გადაეფარებიან და „არა არ გაგაკეთებინებთო“ ვინ ეტყვის? რა არის დასალაგებელი? რას ვერ აკეთებენ?

ჟურნალისტის შეკითხვაზე არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი აშშ-სთვის პრობლემა, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არის, მაგრამ დღევანდელი ადმინისტრაცია საგარეო საკითხებში ჩვენს რეგიონში აქტიური არ არის.

„ამ გაგებით არის, მაგრამ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაცია საგარეო საკითხებში ასეთი აქტიური ამ რეგიონში მით უმეტეს არ არის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779691264

ახალი ამბები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

ნარკოტიკი

1779690779

ახალი ამბები

გურიის რეგიონში, 9 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გურიის რეგიონში, სოფელ სურებში, ცხრა კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები პროექტის „ECO Georgia“ ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტ...

 სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა

1779688132

ახალი ამბები

ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა - ანგარიშის დეტალები

ევროკომისია განახლებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული. ანგარიშის თანახმად, გლობალური ტე...

ევროკომისია

1779686564

ახალი ამბები

2025 წელს საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა - ევროკომისიის ანგარიში

ევროკომისია განახებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული. ანგარიშის თანახმად, გლობალური ტენ...

ეკონომიკური ზრდა

1779685282

ახალი ამბები

რიმა ბერაძე კანდელაკის „კვლევაზე“: ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული მტრობა, მიზანმიმართული პროვოკაცია

„ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული მტრობა, იმიტომ რომ მსგავსი ფაქტი საქართველოში არ არსებობს და ისინი ვერანაირ ასეთ კონკრეტულ ფაქტს ვერ დაასახელებენ“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნებ...

რიმა ბერაძე