ირაკლი კობახიძე: მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია
მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2020 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ლარში 50 მილიარდიდან 105 მილიარდამდე, ხოლო დოლარში 16 მილიარდიდან 38 მილიარდამდე გაიზარდა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
„როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ლარში 50 მილიარდიდან 105 მილიარდამდე, ხოლო დოლარში 16 მილიარდიდან 38 მილიარდამდე გაიზარდა.
ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა, რაც პირდაპირ განაპირობებს როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდას და მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის შესაძლებლობების გაფართოებას, ისე სიღარიბის შემცირებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
1779693631
ახალი ამბები27 მაისს აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაც...
1779691898
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთ...
1779691264
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...
1779690779
ახალი ამბებიგურიის რეგიონში, 9 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გურიის რეგიონში, სოფელ სურებში, ცხრა კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები პროექტის „ECO Georgia“ ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტ...
1779688132
ახალი ამბებიევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა - ანგარიშის დეტალები
ევროკომისია განახლებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული. ანგარიშის თანახმად, გლობალური ტე...































