ლევან მაჭავარიანი სააკაშვილის პოსტზე, სადაც ის წერს, რომ „ვარდების რევოლუცია“ პირველმა რუსეთის საგარეო მინისტრმა იგორ ივანოვმა აკურთხა: ფაქტობრივად სააკაშვილმა აღიარა ის, რომ 9 წლის განმავლობაში ისინი რუსეთის დაკვეთით მოქმედებდნენ

„ფაქტობრივად სააკაშვილმა აღიარა ის, რომ 9 წლის განმავლობაში ისინი რუსეთის დაკვეთით მოქმედებდნენ და ამაზე მეტყველებს ფაქტები“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ პირველმა „ვარდების რევოლუცია“ სწორედ რუსეთის საგარეო მინისტრმა იგორ ივანოვმა აკურთხა.

მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის აკეთებდა რუსულ საქმეს და ამაზე ფაქტები მეტყველებს.

„მათ ხელი მოუწერეს მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყებაც და ომის დანაშაულების ჩადენაც. ხელი მოაწერეს ტალიავინის დასკვნას, სადაც ეწერა, რომ თითქოს ჩვენ შევქმენით სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ რუსეთს განეხორციელებინა სამხედრო აგრესია საქართველოში.

ამის შემდეგ მათ გადამწყვეტი ხმა მისცეს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ამის შემდეგ მერე მათ გადაუფორმეს ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს.

მათ გადამალეს „ისკანდერის“ ნაწილები, რომელიც მთავარი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რაც არის ნამდვილად რუსული საქმეები და რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთის სასარგებლოდ“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795596342

ახალი ამბები

კახა კალაძე: რეაბილიტირებულ რუსთაველის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემა ამოქმედდება, რაც ავტომობილების გადაადგილებას გაამარტივებს

„თბილისის განახლებულ ცენტრალურ გამზირზე კონკრეტული მიმართულებებით ავტომობილების გადაადგილება გამარტივდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...

კახა კალაძე

1795595267

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: კოლექტიურ „ნაცებს“ და მათ უცხოელ პატრონებს სჭირდებათ ეს ადამიანები ციხეში, რათა საინფორმაციო ხმაურის საშუალება ჰქონდეთ და სწორედ ამიტომ აბულინგებენ მათ, როდესაც ციხეს ტოვებენ

შეწყალებულ და უკვე გათავისუფლებულ პირებზე ზეწოლა და თავდასხმები გრძელდება. პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა სოციალურ ქსელში ბულინგის შემდეგ, ამჯერად, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან აცხადებს, რომ მსჯავრდებულებ...

ლევან მაჭავარიანი

1795594210

ახალი ამბები

ტაშკენტში ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობას საქართველოს სპორტის მინისტრი დაესწრო

ტაშკენტში ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. „უზბეკეთის დედაქალაქმა ტაშკენტმა ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მს...

საქართველოს სპორტის მინისტრი

1795594084

ახალი ამბები

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას ჩვენი ამოცანა იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება

„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საზოგადოებას ამ მიმართულებით განხორციელებული სამუ...

კახა კალაძე

1795592995

ახალი ამბები

თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის 600-მდე შემთხვევა დააფინანსა

თბილისის მერიის მიერ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის „აქტემრას“ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე, ძვირადღირებული მედიკამენტი 600-მდე შემთხვევა დაფინანსდა, - ამის შეს...

თბილისის მერია