ციმბირის წყლულის შემთხვევების გამოვლენის გამო დმანისში სპეციალური ღონისძიებები ტარდება

დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ციმბირის წყლულის შემთხვევები გამოვლინდა, რის გამოც სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა სამმართველომ მიიღო ინფორმაცია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახში ორი სული მსხვილფეხა პირუტყვის დაცემის შესახებ. სააგენტოს ვეტერინარები მყისიერად გავიდნენ ადგილზე, აიღეს პათოლოგიური მასალა და გამოიკვლიეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაავადება ჯილეხი დადასტურდა“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, სააგენტოს ვეტერინარულმა სამსახურმა პირუტყვის დაცემის ადგილებზე განახორციელა კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ შესაბამისად, დაცემული პირუტყვი დაიწვა და დაიმარხა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, მიმდებარე პერიმეტრზე მიმდინარეობს ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია. ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, ზემო კარაბულახის ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს საკარანტინო ტერიტორიაზე პირუტყვის გადაადგილების, ცხოველების ბაზრობების მოწყობის, ცხოველებისგან მიღებული ნაწარმის მოხმარებისა და რეალიზაციის შეზღუდვას.

„ჯილეხი (ციმბირის წყლული) – ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. საქართველოში რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ნიადაგობრივი კერა. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა ან გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ. აქედან გამომდინარე, დაავადების შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი უწყებების ინფორმირება უმნიშვნელოვანესია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ჯილეხის საწინააღმდეგოდ ყოველწლიურად მილიონამდე ცხოველს ცრიან“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ლარი გამყარდა - რამდენად შეიძენთ უცხოურ ვალუტას 3 აგვისტოს?

🔵 „უიმედობის და უპერსპექტივობის გამო შრომისუნარიანი ქართველები მასიურად ტოვებენ საქართველოს და საშიში გზებით ემიგრაციაში მიდიან“ - მამუკა ხაზარაძე

🔵 მზემ რომ არ გვავნოს - რას გვირჩევენ ალერგოლოგები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793641344

ახალი ამბები

პროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...

პროკურატურ

1793638172

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...

 ტრამპი ტრამპი

1793635990

ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...

ზურაბ პატარაძე

1793633174

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა

„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...

ლევან მაჭავარიანი

1793630936

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას

„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...

ნინო წილოსანი