თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება, ეს იქნება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება - ვახტანგ ხმალაძე

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა ამის უფლება, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ჩემი აზრით, ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის თაობაზე.

როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო ასე არ უნდა მოიქცეს.

„თუ სასამართლომ მაინც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, მაშინ იმასაც დაადგენს, რომ პრეზიდენტმა თავისი მოქმედებით დაარღვია კონსტიტუცია და ასეთ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ შეეძლება დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. არა მგონია, რომ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტის პროცედურა დაასრულოს, ანუ პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენოს, რადგან ამას სჭირდება პარლამენტში 2/3-იანი უმრავლესობა, ესე იგი ოპოზიციის არც თუ მცირე ნაწილმა უნდა დაუჭიროს მხარი მათ ამ გადაწყვეტილებას. ზურაბიშვილის გადაყენებას „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს“, - აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე დავა ყოველთვის შეიძლება წარმოიქმნას, თუმცა, რამდენადაც ახსოვს, საქართველოში ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.

„როგორც ჩანს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, რომ კომპეტენციის თაობაზე მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. რასაკვირველია, ეს შესაძლებელია იყოს და ასეთ შემთხვევებში სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ესა თუ ის მოქმედება სახელმწიფო ორგანოსი რომელი უწყების კომპეტენციაშია. ამაში არაფერი უცნაური არ არის, რადგან კანონების ფორმულირება ყოველთვის არ არის იმდენად ცალსახა და ყოველთვის არ ჩანს ნათლად თუ რაღაც კონკრეტულ საკითხს რომელი უწყება უნდა წყვეტდეს. ამაში არც არაფერი იქნებოდა საგანგაშო, რომ არა ის პოლიტიკური ვითარება, რომელშიც ახლა ეს განცხადება გაკეთდა. სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მე გამიჭირდება ამის თქმა, თუმცა მიმაჩნია, რომ სასამართლომ უნდა თქვას ის, რაც კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მთავრობის თანხმობის გარეშე. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კი ნიშნავს პრეზიდენტის ნებისმიერ მოქმედებას, განცხადებას ან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. კონსტიტუცია მთავრობის თანხმობის გარეშე არ აძლევს ამის უფლება პრეზიდენტს, როცა ის გამოდის და ამბობს ან მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოს სახელით - წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სწორედ ამას ნიშნავს.

სახელმწიფოს სახელით როდესაც საუბრობს პრეზიდენტი, იმ თემაზე, რაზეც საუბრობს, სჭირდება მთავრობის თანხმობა, მაგრამ ეს არ უკრძალავს პრეზიდენტს ჰქონდეს თავისი პირადი თუნდაც განსხვავებული აზრი მთავრობის ან პარლამენტის პოზიციისგან. ამდენად, აქ ვერ ვხედავ კონსტიტუციის დარღვევას, რადგან პრეზიდენტის ვიზიტების თაობაზე რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა, იქ არსად იყო ნათქვამი, რომ ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ - მინისტრმა თქვა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და განახორციელებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისად პრეზიდენტის ნებისმიერ შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მთავრობასთან. მე მგონი აქ ყველაფერი ნათელია, კითხვები აღარ არსებობს“. 

გუშინ, 14 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის 26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო ევროპაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე, რის შემდეგაც საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მისი თქმით, ასეთი შეზღუდვები ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

ასევე საინტერესოა:

🔵  არ ვნანობ, რაც გავაკეთე! - ჟურნალისტს, რომელიც რუსული არხის პირდაპირ ეთერში პლაკატით გამოჩნდა პატიმრობა ემუქრება

🔵 „დღეს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი!” - ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს

🔵  გიორგი წეროძე: „ტიპი გადაკეთებული მოსინით, ჟანგიანი მაკაროვით და პნევმატური თოფით იმუქრება“ - ვის ემუქრება „ალტ-ინფოს“ ლიდერი?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791138233

ახალი ამბები

გარდაბანში კაცი მოკლეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი თანასოფლელებს შორის კამათის დროს მოხდა. 35 წლის კაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, რის შედეგადაც ის...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1791134728

ახალი ამბები

საპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა

საპატიო თბილისელის წოდება წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა. ისინი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე დააჯილდოვა. თბილისის საპატიო მოქალაქეები გახ...

საპატიო თბილისელი

1791133529

ახალი ამბები

კახა კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა - „მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით“

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. აღნიშნული სტატუსი წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა. კახა კალაძემ შეკრებილ სტუმ...

კახა კალაძე

1791130090

მსოფლიო

ესპანეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთში, კატალონიაში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კატალ...

ესპანეთში წყალდიდობა

1791127059

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. როგორც განცხადებაშია აღნიშ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური