"თუ თქვენს ტელეფონში Datacomm-ის სახელით მიიღეთ sms, არ გადახვიდეთ იქვე მითითებულ ბმულზე" - პერსონალურ მონაცემთან დაცვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

პერსონალურ მონაცემთან დაცვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: 

"2022 წლის 27 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, როგორც სატელეფონო კონსულტაციის ფარგლებში, ისე ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, შეტყობინებით მომართა არაერთმა პირმა, რომლებიც უთითებენ იდენტური შინაარსის გარემოებებზე.

კერძოდ, მათ „Datacomm“-ის სახელით მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სადაც მითითებულია მათი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ბმული (ე.წ. „ლინკი“).

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ „Datacomm“-ის სახელით მსგავსი შინაარსის მიღებულ შეტყობინებებში მითითებული არასანდო ბმულის (ე.წ. „ლინკის“) გახსნისაგან, რადგან ბმული შეიძლება შეიცავდეს ვირუსს ან მავნე პროგრამებს (malware, spyware), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებში შენახულ პერსონალურ მონაცემებზე უკანონო წვდომა.

მნიშვნელოვანია, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაიცვათ კიბერჰიგიენის წესები და თავი შეიკავოთ არასანდო და არაიდენტიფიცირებული შეტყობინებებით (SmS, Email, Messenger…) მიღებული ბმულების (ე.წ. „ლინკები“) გახსნისაგან.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ფაქტი შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, 2022 წლის 27 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სამსახურში შემოსული შეტყობინებები წარმოდგენილ თანდართულ ფოტომასალასთან ერთად შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნა შესაბამისს საგამოძიებო სამსახურს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"ბუჩას საბავშვო ბაღის ამბავზე ასამდე ადამიანმა მუშაობა უკვე დაიწყო - შაბათს კიევს მივადგები, ბუჩას მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს შევხვდები, ბაღის კონცეფციას გავაცნობ, თქვენს სიყვარულს და გამხნევებას გადავცემ" - გიგა მაქარაშვილი

📍"ჩემთან ერთადაა, გამწარებული ბიჭი გზაში გადამეყარა…" – გიორგი კობალაძე იპოვეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791304037

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა, თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრი...

გურამ მაჭარაშვილი

1791299576

ახალი ამბები

ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

„პირველი არხის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნო...

 ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა

1791299385

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია

ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1791298228

საზოგადოება

„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვ...

მაკა ბოჭორიშვილი

1791297512

ახალი ამბები

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. 57 კგ წონით კატეგორია...

ეთერ ლიპარტელიანი