რა ვითარებაა გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,- ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

„ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კოდა-სოფ.ალგეთისა და კმ 110-კმ 146 მონაკვეთებზე, ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-რაჭის გზაზე, ფარცხისი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზაზე, მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზაზე, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.

ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ფარავნის უღელტეხილზე, ბათუმი (ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის პაქსაძეების ხიდი-უტყისუბნის მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, კორშა-შატილის მონაკვეთზე და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე. მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ბათუმი-ახალციხის გზის კმ 50-კმ 85 მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768977881

ახალი ამბები

ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების...

შემთხვევები

1768976298

ახალი ამბები

გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზ...

მოძრაობა აღდგა

1768975529

მსოფლიო

დავოსში მიმავალი ტრამპის თვითმფრინავი აშშ-ში დაბრუნდა - CNN-მა მიზეზი გაარკვია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიფრინავდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. წერს CNN. „წყაროს ცნობით, Air Force One...

 თვითმფრინავი

1768974024

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალებაზე ოპოზიციის სპეკულაციის შესახებ: ძალიან მდაბიო საქციელია, როდესაც პატიმრის მშობლის გამოყენება გინდა პოლიტიკური ქულების დასაწერად

ოპოზიციის ტაქტიკა ამ წლების განმავლობაში არის პერფორმანსებზე აგებული. ნასწავლი აქვთ, რომ მთავარია შექმნა განწყობა, რაღაც აღქმები და სინამდვილეს და რეალობას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იმას ვერ ხვდებია...

თენგიზ შარმანაშვილი

1768971928

მსოფლიო

„გაეროს შემცვლელი“ - ტრამპმა მშვიდობის საბჭოს შესახებ განცხადება გააკეთა - CNN

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ ახლად შექმნილ მშვიდობის საბჭოს შეუძლია ჩაანაცვლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკელი ლიდერი არაერთხელ აკრიტიკებ...

ტრამპიტრამპი