Reuters: აშშ ნატოში დაახლოებით 200 თანამდებობის გაუქმებას გეგმავს
აშშ ნატოს რამდენიმე საკვანძო ცენტრში განთავსებული პერსონალის რაოდენობის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ის გეგმა შეშფოთების საგანია ევროპელებისთვის, რის გამოც მათ ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ვაშინგტონი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთგულია.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპის რამდენიმე ქვეყანას უკვე აცნობა, რომ ვაშინგტონი ნატოს სტრუქტურაში არსებული დაახლოებით 200 თანამდებობის გაუქმებას გეგმავს, რომელიც ალიანსის სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.
როგორც Reuters-ი იუწყება, შემცირებები შეეხება ბრიტანეთში არსებულ ნატოს სადაზვერვო ინფორმაციის ანალიზის ცენტრს, პორტუგალიაში ბაზირებულ STRIKFORNATO-ს, რომელიც საზღვაო ოპერაციების განხორციელებას კურირებს, და რიგ სხვა ანალოგიურ სტრუქტურას.
წყაროებს არ დაუზუსტებიათ, თუ რატომ გადაწყვიტა ამერიკამ პერსონალის შემცირება, თუმცა, როგორც სააგენტო წერს, აღნიშნული ნაბიჯები სრულად ემთხვევა თეთრი სახლი გაცხადებულ კურსს დასავლეთ ნახევარსფეროში მეტი რესურსის კონცენტრაციის თვალსაზრისით.
1768978508
ახალი ამბებიბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ სამმართველოს თანამშრომლებ...
1768977881
ახალი ამბებიტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების...
1768976298
ახალი ამბებიგუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზ...
1768975529
მსოფლიოდავოსში მიმავალი ტრამპის თვითმფრინავი აშშ-ში დაბრუნდა - CNN-მა მიზეზი გაარკვია
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიფრინავდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. წერს CNN. „წყაროს ცნობით, Air Force One...
1768974024
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი შეწყალებაზე ოპოზიციის სპეკულაციის შესახებ: ძალიან მდაბიო საქციელია, როდესაც პატიმრის მშობლის გამოყენება გინდა პოლიტიკური ქულების დასაწერად
ოპოზიციის ტაქტიკა ამ წლების განმავლობაში არის პერფორმანსებზე აგებული. ნასწავლი აქვთ, რომ მთავარია შექმნა განწყობა, რაღაც აღქმები და სინამდვილეს და რეალობას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იმას ვერ ხვდებია...






























