ვახტანგ ცინცაძე: ქვეყანაში ისეთი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშემწყობი და არა ერთჯერადად ფასების შემცირების განმაპირობებელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ აქცენტი გააკეთა იმ გამოწვევებზე, რომლებიც, საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო პროდუქტების ფასნამატზე ახდენს გავლენას და დაიდენტიფიცირებული და შეფასებული იყო მთავრობის კვლევაში. მინისტრის მოადგილის თქმით, საჭიროა ზუსტი მექანიზმების მოძებნა, რომელიც აღნიშნული ფასნამატის შემცირებას უზრუნველყოფს.

„მას სჭირდება საკმაოდ კომპლექსური ანალიზი და მუშაობა, რათა, ერთი მხრივ, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უზრუნველვყოთ ბიზნესის თავისუფლება, მეორე მხრივ კი, იმ სოციალური ფაქტორის გათვალისწინება, რომელიც დამატებით ხარჯად აწვება მოსახლეობას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების სექტორში ე.წ. საბაზრო ჩავარდნა ფიქსირდება.

„თუ შევადარებთ 2019 წელს, შინამეურნეობების შემოსავალი დაახლოებით 70 პროცენტით არის გაზრდილი, მაშინ, როცა სამომხმარებლო ხარჯებში სასურსათო პროდუქციაზე დანახარჯების წილი 2019 წელთან შედარებით, ფაქტობრივად, არ შემცირებულა და დაახლოებით 43 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გამოწვევებს, რომლებიც ამ მიმართულებით ფიქსირდება და ძალიან სწორად იყო იდენტიფიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძე გამოეხმაურა ოპოზიციის იმ ნაწილის მოსაზრებას, რომელიც საქართველოში გადასახადების განაკვეთების შემცირების ინიციატივით გამოდის. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობის მიერ დასახელებული ფასნამატის მონაცემები დღგ-ს გარეშე ფასს ეყრდნობა, კერძოდ, შედარებულია პროდუქციის საიმპორტო და დღგ-ს გარეშე საცალო ფასები, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ სარეალიზაციო ფასი საზღვრიდან დახლამდე, ფაქტობრივად, ორჯერ იზრდება.

ვახტანგ ცინცაძის თქმით, დღგ-ს განაკვეთი ბოლო ათწლეულებია, საქართველოში არ შეცვლილა და ის ვერ იქნება ფასების ზრდის განმაპირობებელი.

„თუ შევხედავთ ჯამურ საგადასახადო ტვირთს, საქართველოში ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, ევროპაშიც. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჯამურად საოპერაციო ხარჯები სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ევროპაში, გაცილებით მაღალია, თუმცა ვხედავთ, რომ ფასი, იგივე ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში საკმაოდ მაღალია. პრემიერ-მინისტრის მითითებით ასევე ხორციელდება აღნიშნული მიმართულების დეტალური ანალიზი და ამ საკითხს კომპლექსურად ვუპასუხებთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ვახტანგ ცინცაძის თქმით, უშუალოდ კერძო სექტორის მხრიდანაც დღგ-ს საკითხი მნიშვნელოვან გამოწვევად არ იყო დასახელებული.

„რაც შეეხება ლოგისტიკურ, თუ სხვა ტიპის ბარიერებს, რომელთაც სადისტრიბუციო კომპანიები, თუ ადგილობრივი მწარმოებლები სხვადასხვა ოპერაციების განხორციელებისას აწყდებიან, ჩვენ ამ მიმართულებითაც ანალიზს ვახორციელებთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის გამოწვევები სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებშიც არსებობდა და ამ გამოწვევებს მათ საკანონმდებლო, თუ სხვა ტიპის რეგულაციებით უპასუხეს.

„ვფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში ისეთი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშემწყობი და არა ფასების ერთჯერადად შემცირების განმაპირობებელი. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, არის უსამართლო სავაჭრო პრაქტიკების აღმოფხვრისა და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შექმნის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769437075

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ახალდანიშნულ გენერალურ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ახალდანიშნულ გენერალურ დირექტორს ლეა გუტიერესს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით...

ლაშა ხუციშვილი

1769435659

ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციი...

ნაქერალას უღელტეხილი

1769433915

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: დებატები არის აზრთა ჭიდილი, არგუმენტების შეპირისპირება და სწორედ ამ ფორმატში გაიმართება, არც ჩვენ, არც საზოგადოებას რადიკალებთან სალაპარაკო არ გვაქვს

„დებატები, როგორც ჩანს, ბევრს სხვანაირად ესმის. ისე არ ესმის, როგორც რეალურად არის. დებატები აზრთა ჭიდილი და არგუმენტების შეპირისპირებაა. სწორედ ამ ფორმატში გაიმართება პროცესი“, - ამის შესახებ ევროპას...

ლევან მახაშვილი

1769433720

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6937 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6941 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1769432802

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვუერთდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომლისთვისაც ჰოლოკოსტის დღე წარმოადგენს დანაშაულებრივ მწვერვალს, რაც კი მეოცე საუკუნის მანძილზე კაცობრიობაში მომხდარა

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოსახსენებელ დღეს და ვუერთდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომლისთვისაც ეს დღე წარმოადგენს დანაშაულებრივ მწვერვალს, რაც კი მეოცე საუკუნის მანძილზე კაცობრიობა...

შალვა პაპუაშვილი