გურამ მაჭარაშვილი: საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტში შესაბამისი კვოტებით შეიქმნება ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია

სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მედიასთან ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტში შეიქმნება ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია, სადაც ფასებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე დაბარებული იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ფიზიკური და იურიდიული პირები.

„საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტში შესაბამისი კვოტებით შეიქმნება ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია. ბუნებრივია, რომ ფასების რეგულირება ვერ მოხდება, თუ ბაზრის კვლევა არ ჩატარდა და შესაბამისი ადამიანები არ იქნებიან გამოკითხული.

მანამ, სანამ საპარლამენტო კომისია შეიქმნება, სამთავრობო კომისიის მიერ უკვე ჩატარებული იქნება გარკვეული სამუშაოები, შესაძლოა, არსებობდეს წინასწარი ანალიზიც, რაც, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს საპარლამენტო კომისიის მუშაობას. კომისიის სხდომებზე დაბარებული იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც კომისიის მიერ გამოიკითხებიან ფასებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. მათგან ჩვენ უნდა მივიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არის ფასებში ასეთი დიდი სხვაობა საქართველოში და ევროპის წამყვან ქვეყნებში არსებულ პროდუქციას შორის. სამწუხაროდ, ჩვენთან მოგების ძალიან დიდი მარჟაა, რასაც მიხედვა სჭირდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769438654

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იოსიპ ბრკიჩს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანა შორის არსებული ურთიერთობები...

ნიკოლოზ სამხარაძე

1769437075

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ახალდანიშნულ გენერალურ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ახალდანიშნულ გენერალურ დირექტორს ლეა გუტიერესს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით...

ლაშა ხუციშვილი

1769435659

ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციი...

ნაქერალას უღელტეხილი

1769433915

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: დებატები არის აზრთა ჭიდილი, არგუმენტების შეპირისპირება და სწორედ ამ ფორმატში გაიმართება, არც ჩვენ, არც საზოგადოებას რადიკალებთან სალაპარაკო არ გვაქვს

„დებატები, როგორც ჩანს, ბევრს სხვანაირად ესმის. ისე არ ესმის, როგორც რეალურად არის. დებატები აზრთა ჭიდილი და არგუმენტების შეპირისპირებაა. სწორედ ამ ფორმატში გაიმართება პროცესი“, - ამის შესახებ ევროპას...

ლევან მახაშვილი

1769433720

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6937 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6941 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი