ხათუნა თოთლაძე: მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე საკითხის დაყენებით

მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა თავის მხრივ განაგრძობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე საკითხის დაყენებით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ჟენევაში, სადაც გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვა მიმდინარეობს.

„საუბედუროდ რუსეთის ფედერაციის მიერ მისი სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის გამო მოკლებული ვართ შესაძლებლობას ყველა ზემოაღნიშნული ზომა ოკუპირებულ რეგიონებშიც განვახორციელოთ.

ორივე ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული და ჰუმანიტარული ვითარება დღითიდღე უარესდება. საოკუპაციო ძალის მიერ ხსენებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევები, მათ შორის მოიცავს სიცოცხლისა და მშობლიურ ენაზე განათლების უფლებების დარღვევას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, უკანონო დაკავებებსა და ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციას. ადამიანის უფლებების მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებს არ ეძლევათ ამ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა.

რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა და ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო სრულადაა პასუხისმგებელი ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, როგორც ეს დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებში“, - აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769442591

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულია, ფაქტობრივად, ყველა გამოწვევა, რომელიც სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების სექტორში ფიქსირდება

„არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებსაც სჭირდება ადეკვატური რეაგირება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ფასების არა ერთჯერადი შემცირება, არამედ ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშეწყობა“, - ამის შესახებ ეკო...

ვახტანგ ცინცაძე

1769442479

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტში შესაბამისი კვოტებით შეიქმნება ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია

სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მედიასთან ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, საგაზ...

პარლამენტის დეპუტატი

1769440929

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: ქვეყანაში ისეთი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშემწყობი და არა ერთჯერადად ფასების შემცირების განმაპირობებელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ აქცენტი გააკეთა იმ გამოწვევებზე, რომლებიც, საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო პროდუქტების ფასნამატზე ახდენს გავლენას და დაიდენტიფიცირე...

ვახტანგ ცინცაძე

1769438654

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იოსიპ ბრკიჩს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანა შორის არსებული ურთიერთობები...

ნიკოლოზ სამხარაძე

1769437075

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ახალდანიშნულ გენერალურ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ახალდანიშნულ გენერალურ დირექტორს ლეა გუტიერესს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით...

ლაშა ხუციშვილი