გურამ მაჭარაშვილი: თუ შეიქმნება დებატების ტიპის ფორმატი, ეს „ხალხის ძალისთვის“ მისაღებია, იმიტომ, რომ ჩვენ მსჯელობას არ გავურბივართ

„იმედი მაქვს, რომ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას, იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს და მოისმინოს განსხვავებული აზრები“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სატელევიზიო დებატების ორგანიზების შესახებ მისასალმებელი უწოდა.

გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია მუდმივად გაურბოდა მნიშვნელოვან და საჭირბოროტო თემებზე ღია და შინაარსობრივ განხილვებს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ღია დისკუსიას არ გაემიჯნებიან.

„დებატებს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი პოზიტიური მხარე, თუმცა გააჩნია მის ფორმატს, სიტუაციას და იმას, სურს თუ არა მეორე მხარეს მასში მონაწილეობა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში არა თუ დებატებზე, არამედ ელემენტარულ ურთიერთობებზე იყო პრობლემა, იმიტომ, რომ საჯაროდ, პირდაპირ აცხადებდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ფილიალების წარმომადგენლები, რომ ისინი შინაარსობრივ განხილვებში არ შემოვიდოდნენ. მათთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იქნებოდა ეს კანონპროექტი, თუ სხვა თემა, არ იყო მისაღები შინაარსობრივი განხილვები. რადიკალებისთვის განმსაზღვრელი იყო „არა“, „არ გვინდა“, „წადით“ და ა.შ. პოზიცია. თუ შეიქმნება დებატების ტიპის ფორმატი, ეს „ხალხის ძალისთვის“ მისაღებია, იმიტომ, რომ ჩვენ მსჯელობას არ გავურბივართ. მეტიც, 2022 წლიდან მოყოლებული ჩვენ არც დაპირისპირებას გავექეცით და გადავერთეთ გლობალური ძალის „დიფ სთეითისა“ და მათი საქართველოში წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ახლა, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ, ჯანსაღ დებატებში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ გააჩნია ფორმატს.

იმედი მაქვს, რომ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას, იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს და მოისმინოს განსხვავებული აზრები. თუ ასეთი იქნება, დებატები მხოლოდ მისასალმებელია, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური, თუ სხვა საკითხები“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769440929

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: ქვეყანაში ისეთი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშემწყობი და არა ერთჯერადად ფასების შემცირების განმაპირობებელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ აქცენტი გააკეთა იმ გამოწვევებზე, რომლებიც, საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო პროდუქტების ფასნამატზე ახდენს გავლენას და დაიდენტიფიცირე...

ვახტანგ ცინცაძე

1769438654

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იოსიპ ბრკიჩს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანა შორის არსებული ურთიერთობები...

ნიკოლოზ სამხარაძე

1769437075

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ახალდანიშნულ გენერალურ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ახალდანიშნულ გენერალურ დირექტორს ლეა გუტიერესს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით...

ლაშა ხუციშვილი

1769435659

ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციი...

ნაქერალას უღელტეხილი

1769433915

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: დებატები არის აზრთა ჭიდილი, არგუმენტების შეპირისპირება და სწორედ ამ ფორმატში გაიმართება, არც ჩვენ, არც საზოგადოებას რადიკალებთან სალაპარაკო არ გვაქვს

„დებატები, როგორც ჩანს, ბევრს სხვანაირად ესმის. ისე არ ესმის, როგორც რეალურად არის. დებატები აზრთა ჭიდილი და არგუმენტების შეპირისპირებაა. სწორედ ამ ფორმატში გაიმართება პროცესი“, - ამის შესახებ ევროპას...

ლევან მახაშვილი