"ვასაჯაროებთ იმ პოლიციელების ფოტოსურათებს, რომლებმაც ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს გიორგი მჟავანაძეზე" - მოძრაობა "სირცხვილია" ფოტოკოლაჟს აქვეყნებს
მოძრაობა "სირცხვილია" სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც 17 მაისს მომხდარ ფაქტს უკავშირდება.
"ვასაჯაროებთ იმ პოლიციელების ფოტოსურათებს, რომლებმაც 17 მაისს, გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს გიორგი მჟავანაძეზე.
ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, შეუწყდეთ უფლებამოსილება და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ მოძალადე პილიციელები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან დაკავებულ თანამდებობებზე:
დავით კანკავა, სოლომონ ლომსაძე, ჯონი სამხარაძე, ანზორ გულუა, ზაზა ზურაბიშვილი და გიორგი ჟორდანია.
აქ ჩამოთვლილი პოლიციელების გარდა, ძალადობის აქტში მონაწილეობა მიიღო სხვა არაერთმა თანამშრომელმა.
მათ სახელებსა და გვარებს პერიოდულად გავასაჯაროებთ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო",- აღნიშნულია "სირცხვილიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფოტო: "სირცხვილია" 👇

აღნიშნულ სავარაუდო ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ეხმაურება, რომელმაც ფაქტის მოკვლევა გიორგი მჟავანაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "გამოკითხული პოლიციელების ინფორმაციით, გიორგი მჟავანაძის მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ძალადობის და სხვაგვარი უკანონო მოპყრობის ფაქტს".
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ასევე დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზები.
ამავე თემაზე:
1784565529
სპორტიFIFA-მ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ჩემპიონატიდან 9 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა - CNBC
„2026 წელს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისს ფინალში ესპანეთის მიერ არგენტინის დამარცხებით დასრულდა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფინანსური გამარჯვებული თავად F...
1784564439
ახალი ამბებიდიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალუ...
1784562080
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...
1784560850
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: აშშ-დან ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი
„ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თ...
1784558297
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე ტრამპის წერილზე: ბოლო დღეებია პარადოქსულ სიტუაციას ვადევნებთ თვალყურს ოპოზიციის მხრიდან, ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული, რომ დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი, დღეს ისიც კი მოვისმინე, რომ თითქოს რაღაც გენერირებული წერილია
„ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული იმისთვის, რომ როგორმე დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავ...































