ვატო შაქარიშვილი: იკითხებოდა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით უცხოური აგენტურის მოღალატეობრივ კამპანიას ექნებოდა კულმინაცია და ეს გააკეთეს კოლექტიურმა გვარამიებმა

„გვარამიამ რადიკალურად განსხვავებული კონტექსტები იმიტომ გააიგივა ერთმანეთთან, რომ მთავარ სათქმელამდე მისულიყო - ეფემერული ევროინტეგრაცია უნდა იყოს უზენაესი ეროვნული მიზანი და არა საქართველოს გამთლიანება“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, აფხაზეთთან ანუ საქართველოს განუყოფელ ნაწილთან დაკავშირებით, უცხოური აგენტურის მიერ წამოწყებული მოღალატეობრივი კამპანიის კულმინაცია, კოლექტიურმა გვარამიებმა გააკეთეს, რომლებმაც აფხაზეთის საკითხს ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი უწოდეს. შაქარიშვილი იხსენებს, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აგენტურა და მათი პატრონები ცდილობენ ასეთი დისკურსის შემოტანას და ოკუპირებული ტერიტორიების დათმობისკენ მიანიშნებენ.

„იკითხებოდა, რომ აფხაზეთთან ანუ საქართველოს განუყოფელ ნაწილთან დაკავშირებით, უცხოური აგენტურის მიერ წამოწყებულ მოღალატეობრივ კამპანიას, ექნებოდა საკუთარი კულმინაცია და ეს გააკეთეს კოლექტიურმა გვარამიებმა, რომლებმაც აფხაზეთის საკითხს ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი უწოდეს და მისი, როგორც „ტრავმული მეხსიერების“ დავიწყება, პრაგმატულ ნაბიჯად წარმოაჩინეს. გვარამიამ რადიკალურად განსხვავებული კონტექსტები იმიტომ გააიგივა ერთმანეთთან, რომ მთავარ სათქმელამდე მისულიყო - ეფემერული ევროინტეგრაცია უნდა იყოს უზენაესი ეროვნული მიზანი და არა საქართველოს გამთლიანება. უფრო მეტიც, რომ ერთი - მეორეს ხელს უშლის, თითქოს განვითარება და კეთილდღეობა ახლოსაა, ხოლო ის, რომ ოკუპირებული რეგიონები გვახსოვს და მხოლოდ მშვიდობით გვსურს ქვეყნის გაერთიანება, იქამდე მისასვლელ გზას გვიხერგავს. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აგენტურა და მათი პატრონები ცდილობენ ასეთი დისკურსის შემოტანას. გვახსოვს NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადება, ალიანსში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე შესვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ასევე აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გამხმოვანებელი ანალიტიკოსის, ლუკ კოფის მიერ 2018 წელს გაკეთებული განცხადება, რომელშიც მან თქვა: „თუ საქართველოს NATO-ში მალე გაწევრიანება სურს, ჩვენ ამას პრაგმატულად უნდა მივუდგეთ - ახლა NATO-ს წევრობას მისი ტერიტორიების ოკუპაცია აფერხებს“. იგივე ნარატივები გვესმის უკრაინასთან მიმართებით, უკვე საუბარია ტერიტორიულ კომპრომისებზე, საპირწონედ კი, მიწასთან გასწორებული, დანაწევრებული წარმონაქმნისთვის ევროატლანტიკური „პერსპექტივის“ შენარჩუნებას აყენებენ… იგივე გვესმოდა 2008 წელს, ტრაგიკულად დასრულებული ავანტიურის შემდეგ, როდესაც 120 სოფელს ქვების გროვას უწოდებდა კოლექტიური ნაცმოძრაობა და გამარჯვებად წარმოაჩენდა, რომ ნაიარევ ქვეყანაში $4 მილიარდი შემოვიდა და საერთაშორისო ასპარეზზე ყურადღება მივიპყარით… დრო გადის, სცენარი იგივეა, მხოლოდ ტაქტიკები იცვლება ხოლმე - ხან მგზნებარე „პატრიოტიზმს“ დაავალებენ აგენტურას, ხანაც „პრაგმატულობას“… საბოლოო მიზანი კი ერთია - საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება!” - წერს ვატო შაქარიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787038779

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის ხელისუფლება, მაშინაც და დღესაც არა სახელმწიფოებრივი, არამედ გარე ძალების დავალებით და მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა და მოქმედებს

„როგორც საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, ისევე ზრუნავდნენ და ზრუნავენ საკუთარ ინტერესებზე რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და მსოფლიოს ნებისმიერი...

ირაკლი კობახიძე

1787038731

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა

ევროკავშირი საქართველოსგან გამჭვირვალობის კანონის, ანუ ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვით თარგმნილი ანალოგის, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა, კან...

ირაკლი კობახიძ

1787038584

ახალი ამბები

პრემიერი: აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, ხშირად სრულიად უსამართლოდ, უკიდურესად ხისტად მოქმედებდა და საქართველოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა

„აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, ხშირად სრულიად უსამართლოდ, უკიდურესად ხისტად მოქმედებდა და საქართველოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა მექანიზ...

ირაკლი კობახიძე

1787038529

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ერეკლე მეორის ყველაზე აქტიური კრიტიკოსები დღეს თავს მთავარ ევროპელებად წარმოაჩენენ და ისე მსჯელობენ, რომ არათუ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, არამედ, ევროპის არსებობაც კი ლამის საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ

ერეკლე მეორის ყველაზე აქტიური კრიტიკოსები დღეს თავს პროევროპულად განწყობილ მოქალაქეებად და მთავარ ევროპელებად წარმოაჩენენ და ხშირად ისე მსჯელობენ, რომ არათუ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, არამედ, ევრ...

ირაკლი კობახიძე

1787038463

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მრავალი ომის, ოკუპაციის, პოლიტიკური კატაკლიზმისა და ისტორიული ქარტეხილის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ქართული, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, სწორედ ეს არის ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი შედეგი

ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო - როდესაც ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩი...

ირაკლი კობახიძე