ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის ხელისუფლება, მაშინაც და დღესაც არა სახელმწიფოებრივი, არამედ გარე ძალების დავალებით და მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა და მოქმედებს

„როგორც საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, ისევე ზრუნავდნენ და ზრუნავენ საკუთარ ინტერესებზე რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და მსოფლიოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფო. ასეთი იყო და დღესაც ასეთია საერთაშორისო პოლიტიკის რეალობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კუთხით გამონაკლისები არ არსებობს, ამიტომ, სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ვიმსჯელოთ როგორც დღევანდელობაზე, ისე ქვეყნის ისტორიულ წარსულზე.

„ამ თვალსაზრისით, დღევანდელობაზე საუბრისას, ეტალონურ მაგალითად შეიძლება განვიხილოთ სააკაშვილის ხელისუფლება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი ჯოჯოხეთი შეიძლება მოუწყო საკუთარ ქვეყანას და ხალხს, როდესაც ხელისუფლება არა საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე, არამედ გარე ძალების ინტერესებზე ზრუნავს და მათი პოლიტიკის შესაბამისად მუშაობს.2008 წელს რუსეთი საკუთარი უხეში პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ამ პროცესს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და მათი მხრიდან საქართველოს ისტორიული კუთხეების დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა. თუმცა, ცალკე საკითხია, რას და რატომ აკეთებდა სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც, როგორც უკვე არაერთხელ დადასტურდა, მაშინაც და დღესაც არა სახელმწიფოებრივი, არამედ გარე ძალების დავალებით და მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა და მოქმედებს. ფაქტია, რომ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებები საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან სრულად შეუთავსებელი იყო, ამ ყველაფრის შედეგი კი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787039145

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძალიან მკაფიო ხაზი, ამის მერე არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მათ უსამშობლოებს ვუწოდებთ

„ძალიან მარტივად არის საქმე, აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას, კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძ...

ირაკლი კობახიძე

1787039088

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული

ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დას...

ირაკლი კობახიძე

1787038910

ახალი ამბები

პრემიერი: 2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე

„2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე“, - ამის შე...

ირაკლი კობახიძე

1787038872

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს კეთილდღეობაზე, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, ჩვენ გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს, ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია

საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს. სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვ...

ირაკლი კობახიძე

1787038731

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა

ევროკავშირი საქართველოსგან გამჭვირვალობის კანონის, ანუ ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვით თარგმნილი ანალოგის, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა, კან...

ირაკლი კობახიძ