ირაკლი კობახიძე: საქართველოს კეთილდღეობაზე, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, ჩვენ გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს, ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია

საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს. სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ მოვითხოვთ, რადგან ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოები და ინსტიტუტები, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენას განიცდიან, მიღებული დავალების და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

„2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ, ისე ევროპელმა ბიუროკრატებმა და ლიდერებმა პირდაპირ თუ ირიბად არაერთხელ მოითხოვეს საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, რითაც არათუ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობის და ეკონომიკის, არამედ, ზოგადად, საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენეს დღის წესრიგში. სწორედ ასეთია დღეს ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკა.

როდესაც ამ ყველაფერს ერთობლიობაში შევხედავთ, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება, რომ ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოები და ინსტიტუტები, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენას განიცდიან, უპირველეს ყოვლისა, მიღებული დავალების და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

აქ მთავარი არის არა ის, ვეთანხმებით თუ არა კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, არამედ ის, რომ ამ მაგალითებით კიდევ ერთხელ ნათლად დასტურდება სახელმწიფოთა ქცევის მთავარი პრინციპი - ნებისმიერი სახელმწიფო, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

ამ ყველაფრის შედეგად კი ჩნდება რიტორიკული კითხვა - შეიძლება თუ არა გვქონდეს ილუზია, რომ რომელიმე სახელმწიფო, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი თუ რომელიმე სხვა ძალა საქართველოს საკეთილდღეოდ საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს?!

პასუხი, რა თქმა უნდა, ცალსახაა - საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს. სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ მოვითხოვთ, რადგან ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787039145

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძალიან მკაფიო ხაზი, ამის მერე არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მათ უსამშობლოებს ვუწოდებთ

„ძალიან მარტივად არის საქმე, აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას, კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძ...

ირაკლი კობახიძე

1787039088

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული

ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დას...

ირაკლი კობახიძე

1787038910

ახალი ამბები

პრემიერი: 2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე

„2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე“, - ამის შე...

ირაკლი კობახიძე

1787038779

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის ხელისუფლება, მაშინაც და დღესაც არა სახელმწიფოებრივი, არამედ გარე ძალების დავალებით და მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა და მოქმედებს

„როგორც საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, ისევე ზრუნავდნენ და ზრუნავენ საკუთარ ინტერესებზე რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და მსოფლიოს ნებისმიერი...

ირაკლი კობახიძე

1787038731

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა

ევროკავშირი საქართველოსგან გამჭვირვალობის კანონის, ანუ ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვით თარგმნილი ანალოგის, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა, კან...

ირაკლი კობახიძ