ირაკლი კობახიძე: ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული
ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა მათ შორის ევროკავშირისკენ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, როდესაც საქართველოს აქვს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამბიცია, ესეც არის იმ ბრძნული გადაწყვეტილების დამსახურება, რომელიც თავის დროზე მიიღო ერეკლე მეორემ.
„რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს, აქ არის მთავარი საერთო შეფასება - რა მოტივით მოქმედებდა ერეკლე მეორე, მაშინდელი საქართველოს ხელისუფალი, როდესაც ამ ტრაქტატს აფორმებდა და საბოლოო ჯამში, რა შედეგები მიიღო ქვეყანამ ამ ტრაქტატიდან. შედეგებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს ერეკლე მეორის ეს ნაბიჯი. ეს იყო ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება - ეს იყო ხელშეკრულება იმპერიასთან.
რუსეთის იმპერია იყო იმპერია, საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით და ზრახვებით, აქედან გამომდინარე, ერეკლე მეორეს რისკებიც ჰქონდა გათვლილი. ეს რისკები საბოლოო ჯამში რეალიზდა, თუმცა, მთლიანობაში, ქვეყანამ მიიღო კონკრეტული შედეგები იმ ნაბიჯიდან, რომელიც მაშინ გადადგა ერეკლე მეორემ. ეს შედეგები ადასტურებს იმას, რომ მისი ნაბიჯი იყო უალტერნატივო და ბრძნული. მაშინ რეალურად, გაკეთდა ცივილიზაციური არჩევანი.
დღეს ხშირად იყენებენ ხოლმე ამ ტერმინს და ერეკლე მეორის მაშინდელი არჩევანიც იყო ცივილიზაციური არჩევანი. ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქრისტიანული ქვეყანა იყო მუსულმანური ქვეყნის ვასალი. მაშინ ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი. საბოლოო ჯამში, ამ არჩევანმა მოიტანა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის.
დღეს რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის, რომ ჩვენი ერი გადარჩა. დემოგრაფიული თვალსაზრისით იყო უკიდურესად მძიმე ვითარება მე-18 საუკუნის ბოლოს. ის, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩა დემოგრაფიული თვალსაზრისით და ის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება ტრადიციულ ევროპულ ფასეულობებს და ევროპულ კულტურას, ეს არის სწორედ ერეკლე მეორის მიერ მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილების დამსახურება.
რა თქმა უნდა, რისკები იყო და ეს რისკები ბუნებრივია, შემდეგ რეალიზდა. როდესაც პატარა ქვეყანას საქმე გაქვს დიდ იმპერიასთან, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, თავისთავად არსებობს რისკები. საბოლოო ჯამში უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით და შედეგი არის ის, რომ მაშინ საქართველო გადარჩა ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით. დღეს რომ საქართველო არის ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანა ეს არის სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურება.
რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, დღეს ვართ ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული. ჩვენ გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა მათ შორის ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენი არჩევანი. როდესაც ჩვენ გვაქვს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამბიცია, ესეც არის იმ ბრძნული გადაწყვეტილების დამსახურება, რომელიც თავის დროზე მიიღო ჩვენმა დიდმა მეფემ“, - განაცხადა პრემიერმა.
1787039145
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძალიან მკაფიო ხაზი, ამის მერე არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მათ უსამშობლოებს ვუწოდებთ
„ძალიან მარტივად არის საქმე, აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას, კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძ...
1787038910
ახალი ამბებიპრემიერი: 2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე
„2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე“, - ამის შე...
1787038872
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოს კეთილდღეობაზე, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, ჩვენ გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს, ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია
საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს. სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვ...
1787038779
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სააკაშვილის ხელისუფლება, მაშინაც და დღესაც არა სახელმწიფოებრივი, არამედ გარე ძალების დავალებით და მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა და მოქმედებს
„როგორც საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, ისევე ზრუნავდნენ და ზრუნავენ საკუთარ ინტერესებზე რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და მსოფლიოს ნებისმიერი...
1787038731
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა
ევროკავშირი საქართველოსგან გამჭვირვალობის კანონის, ანუ ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვით თარგმნილი ანალოგის, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა, კან...































